ევროკომისიის პოლიტიკის ინიციატივათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანსაც 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევა წარმოადგენს, ხშირად შრომის ბაზართან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოთა ეკონონომიკური ინტერესების კონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენაა მიმართული. ბევრი ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ პროფკავშირის წევრი ევროპაში ეკონომიკური ზრდის, დასაქმების გარანტიისა და კლიმატ-ნეიტრალიტეტის თავსებადობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, წინამდებარე ნაშრომი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითად პრინციპებს მიმოიხილავს; მეორე ნაწილი გაანალიზებული ზომების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ევროპის მიერ განცდილ იმ უზარმაზარ დანაკარგებს ეხება, რომლებიც ახალი გადაწყვეტების დანერგვის ხარჯებმა შესაძლოა გამოიწვიონ; კვლევის მესამე ნაწილი ევროპული შრომის ბაზრის ჭრილში დანახული ევროპის მწვანე შეთანხმების
ხარჯებისა და სარგებლის კრიტიკულ კვლევას ეთმობა; ნაშრომის დასკვნითი ნაწილი კი ევროპის მწვანე შეთანხმებასა და შრომის ევროპული ბაზრის ეფექტურობას შორის არსებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებული მცდარი ჰიპოთეზის გაბათილებას ცდილობს.
საკვანძო სიტყვები: ევროპის მწვანე შეთანხმება, შრომის ბაზარი, დასაქმება, კლიმატ-ნეიტრალიტეტი.