I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

ჩვენ შესახებ

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორი-min

ჟურნალის შესახებ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალი  „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“  წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას.

ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი ელექტრონული (E-ISSN) და ბეჭდვითი სახით (ISSN) პერიოდული გამოცემებისთვის.

ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier – ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი).

ჟურნალი გამოიცემა  წელიწადში ორჯერ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

„სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ დაარსდა 2021 წელს.  ჟურნალი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები.

ჟურნალში ნაშრომები განთავსდება – creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით.

ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე.

ჟურნალი აღიარებს და ითვალისწინებს საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებსა და საუკეთესო პრაქტიკას. იგი იზიარებს  საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებსა და გამოცდილებებს, როგორიცაა ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (BOAI) სახელმძღვანელო პრინციპები და გამოცემების ეთიკის კომიტეტი (COPE) მთავარი პრაქტიკა.

ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად ავტორებს არ მოეთხოვებათ რაიმე სახის საფასურის გადახდა.

ISSN 2667-9892

E-ISSN 2960-9542

ჩვენი მისია და მიზნები

ჩვენი მისია და მიზნები

ჟურნალის მისიაა სოციალური მეცნიერებების დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა
1

სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა, ამასთანავე, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

2

საქართველოში ისეთ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას;

3

საქართველოში ისეთ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას;

4

აქტიური სამეცნიერო - კვლევითი კლიმატის შექმნა

ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:
1

ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაციის გზით მაღალრეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და მაღალი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება.

2

ჟურნალის პოპულარიზაცია;

3

თანამშრომლობის მიზნით ქართველი და უცხოელი ავტორების მოზიდვა;

4

ინტერდისციპლინარული კვლევების ხელშეწყობა.

5

აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერ-მკვლევრების საკომუნიკაციო სივრცის არსებობისა და სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.

6

ჟურნალი წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, გამოყენებითი სოციალური კვლევები, განათლება, კომუნიკაციის სწავლებები, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და მმართველობა.