I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

რამდენად არეგულირებს სამოქალაქო დრონების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ევროკავშირის სამართლებრივი ნორმები პირადი სფეროს ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს?

დრონების ექსპლუატაცია სამოქალაქო მიზნით არის ინოვაცია საზოგადოების ყველა სექტორისთვის. დრონები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ამჟამად ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამოქალაქო მიზნებისთვის, როგორიცაა რეკრეაციული და კომერციული გამოყენება, კატასტროფების შემსუბუქება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობის მართვა და სხვა მიზნები.

 

დრონების ინდუსტრიისაგან მოელიან რომ ის დაასაქმებს 100 000 ადამიანს და ყოველწლიურად 10 მილიარდზე მეტ შემოსავალს მოუტანს ევროკავშირს 20252 წლამდე. თუმცა, მათი პოტენციალის სრულად მისაღწევად – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათგან მომდინარე რისკების სწორად შეფასება და ამ რისკების მართვის სწორი გზების შერჩევა. ასევე გლობალურად აღიარებულია რომ დრონები აუცილებლად უნდა ინტეგრირდნენ არა სეგრეგირებულ საჰაერო სივრცეში, პილოტირებული საჰაერო ხომალდების მიერ მიღწეული უსაფრთხოების სტანდარებზე უარის თქმის გარეშე.

 

არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც უკავშირდება დრონების ექსპლუატაციას და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური პირებისთვის მიწაზე, ისე ჰაერში, ასევე სახელმწიფოებისათვის და საჰაერო სივრცის მომხმარებლებისათვის ,როგორც პილოტირებული, ისე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისას, მათ შორისაა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებიც. არ არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც პირდაპირ არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დრონების ექსპლუატაციასთან. აუცილებელია არსებული ხელშეკრულებები და რეგულაციები შემოწმდეს იმის დასადგენად თუ რამდენად არეგულირებს ეროვნული და რეგიონალური რეგულაციები აღნიშნულ სფეროს.

 

როგორც ეს რიგის დეკლარაციაშია მითითებული: „საზოგადოების მიმღებლობა არის უმნიშვნელოვანესი დრონების ინდუსტრიის ზრდისათვის“. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხების შესაბამისი მოწესრიგება სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ითამაშებს დრონების ინდუსტრიის ზრდაზე.

 

საკვანძო სიტყვები: დრონები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უპილოტო საფრენი აპარატები, პირადი სფეროს ხელშეუხებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა.