I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

გამოხატვის თავისუფლება vs. სასამართლოს ავტორიტეტი აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე

ნაშრომში გამოკვლეულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა სასამართლოს კრიტიკასთან დაკავშირებით და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის საკითხი საერთაშორისო სტანდარტებთან (აშშ-ს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან).

 

სტატია შეეხება სასამართლოს კრიტიკის ფარგლებს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მის გავლენას საქართველოს კანონმდებლობაზე. ნაშრომში გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების ამერიკის შეერთებული შტატების მოდელი და შედარებულია იგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აშშ-ს მოდელის მსგავსად, გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისობრივად ნეიტრალური შეზღუდვის პრიმატს ეფუძნება, რაც გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად, ჯეროვნად და ეფექტიანად წარმართვის ლეგიტიმური მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ქართული კონსტიტუციური სტანდარტი ბრანდენბურგის საქმეზე განვითარებული ,,სამწვეროვანი“ ტესტის გავლენას განიცდის და მის არსს იზიარებს.

 

გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მართლმსაჯულების შეუფერხებლად და ჯეროვნად განხორციელებისთვის ,,აშკარა და მყისიერი საფრთხის შექმნის ტესტის“ გამოყენებით უნდა განხორციელდეს და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მაღალია ალბათობა, რომ ასეთი ქმედება მოხდება.

 

სასამართლოს კრიტიკის ნაწილში ქართული მოდელი შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ რეგულირებას ავითარებს და გამოხატვის საგნის შეზღუდვის პრევენცირებას ახდენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით, მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებად არის მიჩნეული და მაღალი ღირებულებითი დატვირთვა გააჩნია. სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს საკონონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტებით ,,სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა“ და მასში გაუმართლებელი ჩარევა დაუშვებელია.

 

საკვანძო სიტყვები: სასამართლო, კრიტიკა, ფარგლები, შეფასება.

რეაბილიტაციის პროცესის გახსნის თავისებურებები ქართული და იაპონური სამართლის ჭრილში

სტატია “რეაბილიტაციის პროცესის გახსნის თავისებურებები ქართულ და იაპონურ სამართლის ჭრილში” შედარებით-სამართლებრივი მეთოდით განიხილავს რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას, ქართულ საკანონმდებლო სიახლეს და ბუნდოვან ნორმებს, რომელიც საჭიროებს საქართველოს რეალობაში დახვეწას. გადახდისუუნარობის ეფექტიანი კანონმდებლობა ძირითადი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობაც, შექმნას იმგვარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

 

თვალსაჩინოა, რომ საქართველოს ახალი კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ (ამოქმედებული 2021 წლის 1 აპრილს) დამუშავების პროცესში, ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო”, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო პრინციპები „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის შესახებ“. ახალმა კანონმა მიზანშივე გამოკვეთა რეაბილიტაციის როლი და ქვეყნის პრიორიტეტად სწორედ მოვალის რეაბილიტაცია დაასახელა. გარდა ამისა, მისი მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება. კანონის ამოქმედებამ აღმოფხვრა ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას.

 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამუშავებისას იაპონიის სამართალს დიდი ყურადღება დაეთმო, ვინაიდან მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, გადახდისუუნარობის სამართალში ის წამყვანი ქვეყნების სამეულშია. სასამართლოს გადწყვეტილებებზე დაყრდნობით, სტატია თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში, წარმოაჩენს რეაბილიტაციის პროცესის დამაბრკოლებელ გარემოებებს, განიხილავს საქართველოს ახალი კანონმდებლობის ბუნდოვან ნორმებს და სთავაზობს მოწესრიგების თანამედროვე ხედვებს.

 

საკვანძო სიტყვები: „Civil RP“, “SLP”, “BP”, “RL”, „UNCITRAL“ რეგულირებული შეთანხმება, კონვერსია და სხვა.

პერსონალური მონაცემების ეკონომიკური და სოციალური გაცვლა და მათი დაცვის რისკი

ეკონომიკური სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები და მონაცემთა შეგროვება რეალურ გამოწვევად იქცა. პერსონალური მონაცემები გახდა მნიშვნელოვანი გასაღები ახალ ბაზრებზე შეღწევისათვის. ბევრი ორგანიზაცია სპეციალიზებულია მათ შეგროვებაში, დამუშავებასა და შემდგომ გაყიდვაში. მომხმარებელთა პროფილების გამოყენებით, სპეციალისტები ადვილად ახდენენ მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებას და კონკურენტებთან ჭიდილს.

 

საქონლის თავისუფალი მოძრაობა, ონლაინ გადახდები და მონაცემების გაცვლა სულ უფრო ხშირდება ქვეყნებს შორის და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები სულ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აღსანიშნავია, პოსტპანდემიური პერიოდი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა დისტანციური ურთიერთობები და მონაცემთა გაცვლის სიხშირე. აღნიშნულმა სიტუაციამ ხელი შეუწყო ასევე სოციალური ქსელებისადმი მიჯაჭვულობასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პერიოდში მნიშვნელოვანია ინტერნეტ მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა და მათ მიერ მონაცემთა გაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამომჟღავნება.

 

დადასტურებული ფაქტია, რომ « კემბრიჯ ანალიტიკამ“ მომხმარებლების ნაწილის სურვილის გვერდის ავლით, სოციალური ქსელის ფეისბუქის გამოყენებით მათზე ინფორმაცია შეაგროვა, რის გამოც ქსელი დიდი ოდენობის თანხით დაჯარიმდა.12 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2018 წლიდან ახალი რეგულაციის შემოღება (GDPR), რომლითაც არსებული წესები და რეგულაციები გადაიხედა და დაიხვეწა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ე. წ. დავიწყების უფლება, მონაცემთა წაშლის და პორტატულობის უფლება.

 

საკვანძო სიტყვები: მონაცემთა დაცვა; სოციალური ქსელები; GDRP; მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულება; ციფრული კულტურა; ელექტრონული კომერცია; დავიწყების უფლება.

რამდენად არეგულირებს სამოქალაქო დრონების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ევროკავშირის სამართლებრივი ნორმები პირადი სფეროს ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს?

დრონების ექსპლუატაცია სამოქალაქო მიზნით არის ინოვაცია საზოგადოების ყველა სექტორისთვის. დრონები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ამჟამად ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამოქალაქო მიზნებისთვის, როგორიცაა რეკრეაციული და კომერციული გამოყენება, კატასტროფების შემსუბუქება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობის მართვა და სხვა მიზნები.

 

დრონების ინდუსტრიისაგან მოელიან რომ ის დაასაქმებს 100 000 ადამიანს და ყოველწლიურად 10 მილიარდზე მეტ შემოსავალს მოუტანს ევროკავშირს 20252 წლამდე. თუმცა, მათი პოტენციალის სრულად მისაღწევად – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათგან მომდინარე რისკების სწორად შეფასება და ამ რისკების მართვის სწორი გზების შერჩევა. ასევე გლობალურად აღიარებულია რომ დრონები აუცილებლად უნდა ინტეგრირდნენ არა სეგრეგირებულ საჰაერო სივრცეში, პილოტირებული საჰაერო ხომალდების მიერ მიღწეული უსაფრთხოების სტანდარებზე უარის თქმის გარეშე.

 

არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც უკავშირდება დრონების ექსპლუატაციას და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური პირებისთვის მიწაზე, ისე ჰაერში, ასევე სახელმწიფოებისათვის და საჰაერო სივრცის მომხმარებლებისათვის ,როგორც პილოტირებული, ისე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისას, მათ შორისაა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებიც. არ არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც პირდაპირ არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დრონების ექსპლუატაციასთან. აუცილებელია არსებული ხელშეკრულებები და რეგულაციები შემოწმდეს იმის დასადგენად თუ რამდენად არეგულირებს ეროვნული და რეგიონალური რეგულაციები აღნიშნულ სფეროს.

 

როგორც ეს რიგის დეკლარაციაშია მითითებული: „საზოგადოების მიმღებლობა არის უმნიშვნელოვანესი დრონების ინდუსტრიის ზრდისათვის“. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხების შესაბამისი მოწესრიგება სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ითამაშებს დრონების ინდუსტრიის ზრდაზე.

 

საკვანძო სიტყვები: დრონები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უპილოტო საფრენი აპარატები, პირადი სფეროს ხელშეუხებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

შიშის ფსიქო-სოციალური ფაქტორების შეფასება

შიში ნებისმიერი კულტურისა თუ ინდივიდის ცხოვრებისა და არსებობის ნაწილია. წლებთან ერთად შეიძლება საზოგადოებაში შიშის ობიექტი და მასთან ბრძოლის სტრატეგიები შეიცვალოს, თუმცა მოლოდინი, რომ ადამიანებს შიშისგან სრულიად გათავისუფლება შეუძლიათ-უბრალოდ უტოპიაა. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობები მუდამ ცდილობდნენ განსხვავებული ახსნა მოეძებნათ შიშის წარმოშობისა და დაძლევის მეთოდებისთვის, თუმცა ფაქტი ერთია, შიში იქ ჩნდება, სადაც ინდივიდის პიროვნული სიმწიფის ნაკლებობაა.

 

როდესაც ადამიანი ყოველ ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაურბის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას არ ცდილობს, ეს ყველაფერი ერთად მასში შიშის სახით აკუმულირდება და პიროვნება განვითარების ფიქსაციას განიცდის. საინტერესოა ასევე იმ განსხვავებებზე საუბარი, რაც შიშსა და შფოთვას შორის არსებობს, რადგან ეს ორი ემოცია ხშირად ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ბარლოუს თუ დავესესხებით შიში შფოთვისგან იმით განსხვავდება, რომ შიში აწმყოზე ორიენტირებული და შედარებით გარკვეულია, ვიდრე მომავალზე ორიენტირებული და შედარებით გაურკვეველი. გაურკვევლობა არამარტო ზრდის შფოთვის დონეს, არამედ პიროვნების სხვადასხვა მენტალურ აშლილობებზეც არის პასუხისმგებელი.

 

სწორედ ამიტომ, მსოფლიოში არსებული დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია თითოეული ინდივიდის ცხოვრებას შეეხო, მნიშვნელოვანია გაურკვევლობით განპირობებულ უცნობი სიტუაციისადმი შიშზე ყურადღების გამახვილება. როგორც წესი, ადამიანებს სურთ აკონტროლონ აწმყო, რადგან ამით ასევე ერთგვარი კონტროლი აიღონ მომავალზე. იმისთვის რომ ვიცოდეთ რისი გვეშინია, საჭიროა პიროვნებამ პრობლემისადმი გაცნობიერებული მიდგომებით და საკუთრი თავისთვის კითხვების დასმით ერთგვარ ინსაითს მიმართოს. ზოგადად ადამიანები მიდრეკილები არიან მომავლის მოსალოდნელი შედეგების მძაფრი სცენარის წარმოსახვისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობისგან სრულიად აცდენილია. შიშთან გამკლავება კი „აპოკალიფსური“ ფიქრების ქონის შემთხვევაში წარმოუდგენელია. საბოლოო ჯამში, შიშის დაძლევის ბრძოლაში იმარჯვებს ის ვინც უშიშრად „უახლოვდება“ აღნიშნულ უსიამოვნო ემოციას.

 

საკვანძო სიტყვები: შიში, შფოთვა, უცნობი სიტუაციის შიში, პანდემია, კოვიდ-19.

კოვიდპანდემია და სტუდენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული დაავადება (COVID-19) 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა და მისთვის დამახასიათებელი ვირულენტობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვითარება პანდემიად შეაფასა, საქართველოში კი 2020 წლის მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ამოქმედდა „ლოქდაუნი“ და, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება შეეზღუდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, აიკრძალა ყველა სახის თავყრილობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ამ პირობებში, ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, სტუდენტები განათლების მიღების კუთხითაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რაც ონლაინ სწავლებაზე გადასვლით იქნა განპირობებული.

 

სტუდენტების სოციალური ჯგუფი ცხოვრების აქტიური წესით, ურთიერთობების ფართო სპექტრითა და კონტაქტებით გამოირჩევა. ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით შემუშავებული სოციალური დისტანცირების პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კონტაქტების შემცირებამ მარტოობის განცდასა და დეპრესიას მისცა ბიძგი. ყოველივე ეს კი, სავარაუდოდ, სტუდენტთა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

დადასტურებულია, რომ სტუდენტებში სტრესის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია დაბალ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, ცუდი აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემების წარმოშობის საფუძველი გახდეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზნად განისაზღვრა კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სტუდენტებთან მარტოობის, დეპრესიისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებლებს შორის კავშირის დადგენა. მიზნის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი (PHQ-4), მარტოობისა (UCLA) და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკვლევი სკალები (PWBS). მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დეპრესია, შფოთვა და მარტოობა უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. განსხვავებები დემოგრაფიული
მახასიათებლების მიხედვით იქნა გაანალიზებული.

 

საკვანძო სიტყვები: ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მარტოობა, დეპრესია, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

საქართველოში სოციალური ტურიზის განვითარების მნიშვნელობა

ტურიზმი არის თანამედროვე მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური და სოციალურ – კულტურული ფენომენი. ტურიზმი აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს კულტურული, ფიზიკური, შემეცნებითი და სულიერი განვითარებისათვის. მისი ძირითადი ამოცანები განპირობებულია კონკრეტული სოციალური და კულტურული ფუნქციებით.

 

დაფინანსების წყაროების მიხედვით ტურიზმი ორ სახედ იყოფა:

 

  • კომერციული (საკუთარი ან დამსაქმებლის ფინანსების საფუძველზე);
  • სოციალური (სახელმწიფოს ან ქველმოქმედების საფუძველზე).

კომერციული ტურიზმი ორიენტირებულია ტურისტული კომპანიების მიერ მოგების მიღებაზე, რაზეც არის დაფუძნებული შემდგომში მათი გაფართოება და განვითარება. მოგების მაქსიმიზირების პროცესში კომპანიები ცდილობენ მონახონ ოპტიმალური თანაფარდობა ხარჯებსა და ტურისტული პროდუქტის ფასებს შორის. მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული სერვისები ძირითადად ორიენტირებულია მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაფარონ თავიანთი სამოგზაურო ხარჯები.

 

სოციალური ტურიზმის სუბსიდირება ხდება იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც გამოყოფილია იმ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც საჭიროა მოსწავლეების, ახალგაზრდების, პენსიონერებისა და ვეტერანებისათვის მოგზაურობის შესაძლებლობების შესაქმნელად. ადამიანების აღნიშნულ კატეგორიას, როგორც მოსახლეობის ყველაზე ნაკლები შეძლების მქონე ნაწილს, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები უქმნიან შესაბამის შესაძლებლობებს. აღნიშნული პოზიცია გამაგრებულია მანილის დეკლარაციით მსოფლიო ტურიზმის შესახებ, სადაც წერია, რომ „სოციალური ტურიზმი არის მიზანი, რომელიც საზოგადოებამ უნდა განახორციელოს იმ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც არიან ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებული მათი დასვენების უფლების განხორციელებისას“.

 

სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ტურიზმის კონცეფცია და ტიპები განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო მოსამსახურეებს, სამხედროებს და სხვა კატეგორიებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ბიუჯეტის ხარჯზე, ზოგან სუბსიდირებულია, მაგალითად, პროფესიული კავშირების ფონდებიდან. კომპანიები, რომლებიც აწყობენ ასეთ ტურებს, იღებენ სუბსიდიებს სახელმწიფოსგან, რაც მათ საშუალებას აძლევს არ გაზარდონ ფასები დასვენების დროს.

 

ნაშრომში განხილულია განვითარებული ქვეყნების პოზიტიური გამოცდილება სოციალური ტურიზმის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად, სოციალური ტურიზმის მიზნობრივი მოსახლეობის ჯგუფების კლასიფიკაცია, ტურიზმის ამ სფეროს განვითარების პერსპექტივები და ხელშეწყობის ფაქტორები.

 

საკვანძო სიტყვები: სოციალური ტურიზმი, სუბსიდირება, სოციალური პოლიტიკა, საქველმოქმედო ფონდები, საკანონმდებლო რეგულირება.

ყოველდღიური ინფორმაციის გავრცელების მეთოდები და ინსტრუმენტები ანტიკურ სამყაროში - აგორადან ACTA DIURNA-მდე

მსოფლიო ისტორიაში ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ინფორმაციის ინდივიდუალურად თუ მასობრივად გავრცელების აუცილებლობა. ამიტომ, თითოეული ცივილიზაცია ცდილობდა, მოეძებნა ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ახალი, სწრაფი და ეფექტიანი გზა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ანტიკურ სამყაროში. ანტიკურობამ გრძელი გზა გაიარა, სანამ აგორაზე ინფორმაციის გაჟღერებიდან ყოველდღიური წერილობითი საინფორმაციო საშუალების იდეამდე მივიდოდა. აგორაზე გამართული სახალხო კრებები და სასამართლო პროცესები, აგრეთვე საგანგებო თეატრალურ ფესტივალებზე განხორციელებული წარმოდგენები დამსწრეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან აუდიტორიას მოიცავდა.

 

ანტიკურ სამყაროში ინფორმაციის გადასაცემად აგრეთვე საკმაოდ ეფექტიანად იყენებდნენ სხვადასხვა სასიგნალო საშუალებას და მალემსრბოლების ინსტიტუტს, მაგრამ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ყოველდღიური წერილობითი ინფორმაციის გავრცელების იმ პრინციპმა, რომელიც თანამედროვე მედიასაშუალებებს გვაგონებს. უნდა აღინიშნოს, რომ მას წინ უძღოდა ანალები და ფასტები.

 

ანალები რომში მომხდარი ამბების შესახებ წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ქრონიკალური სტილით გადმოგვცემდა. ინფორმაციის შენახვის ამ პრინციპს ძველი აღმოსავლეთის მემატიანეებიც მიმართავდნენ, მაგრამ ისტორიული მოვლენების ამგვარად გადმოცემას შესაბამისი სახელი – ანალები – სწორედ რომაელებმა მოარგეს.

 

ფასტები კი ერთგვარ კალენდარს წარმოადგენდა და აღნუსხავდა კალენდარულ და საჟურნალო ტიპის ცნობებს, ყველანაირ საინტერესო ინფორმაციას რელიგიური თუ საერო ცხოვრებიდან. როგორც აღვნიშნეთ, წერილობითი ინფორმაციის სწრაფად და მასობრივად გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური იყო იულიუს კეისრის მიერ შემოღებული Acta Diurna, რომელიც მან თავისი კონსულობის პირველივე წელს, ანუ, ძვ. წ. აღ-ით 59 წელს დააარსა. ის პრინციპულად განსხვავდებოდა ანალებისა და ფასტებისგან. ფასტებს უფრო კალენდარული სახე ჰქონდა, ანალები გადმოგვცემდა მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხოლო Acta diurna-ში შედარებით უმნიშვნელო ამბებიც ხვდებოდა.

 

ნაშრომში წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზეც დავასკვენით, რომ დღევანდელი გაზეთის იდეა სწორედ ანტიკურობაში ჩამოყალიბდა, განვითარდა და ყოველდღიური წერილობით ფიქსირებული ამბების სახით განხორციელდა, რასაც საფუძვლად დაედო ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სწრაფვა სიტყვის თავისუფლებისაკენ. შესაბამისად, შეიძლება