სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის განმაპირობებელი ფაქტორები: საქართველოს შემთხვევა
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
სოფიკო ქოროღლიშვილი [email protected]
გიორგი ცხაკაია [email protected]
ეკატერინე ფირცხალავა [email protected]
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია საქართველოს მოქალაქეთა სასამართლო სისტემისადმი ნდობის დონე და მისი განმაპირობებელი ფაქტორები. კვლევის მიზანია გაანალიზდეს, თუ როგორ ახდენენ ინსტიტუციური, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები გავლენას სასამართლოს მიმართ ნდობაზე. კვლევა ეფუძნება თვისობრივ მეთოდოლოგიას, კერძოდ, ექსპერტულ და სიღრმისეულ ინტერვიუებს. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მოქალაქეთა პოლიტიკური ჩართულობის დონესთან, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობასთან და სამართლებრივი ინსტიტუტების ეფექტურობასთან. სტატია ასევე ასახავს სასამართლო რეფორმების მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური სამართლიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას.
საკვანძო სიტყვები: ნდობა, სასამართლო სისტემა, პოლიტიკური ჩართულობა, ინსტიტუციური გამჭვირვალობა, საქართველო.