სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

ხელოვნური ინტელექტი, როგორც ციფრული მმართველობის განმავითარებელი ინსტრუმენტი

ნინო თავბერიძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Tavberidze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

 

ნინო თავბერიძე             nin[email protected]

 

ტექნოლოგიების ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჯარო ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაცია, ნაკლები ბიუროკრატიის და მოქნილი სერვისების არსებობა. ციფრული მმართველობის კვალდაკვალ, მეოცე საუკუნიდან მკვიდრდება ტერმინი ხელოვნური ინტელექტი (შემდგომში - AI), რომელსაც ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესების ამოუწურავი პოტენციალი აქვს. ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების უახლეს სიტყვას. მათ შორის, ეს სიახლეა ქართული საჯარო სექტორისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ რთულია AI-ის დანერგვის კონკრეტული ვადების განსაზღვრა და მოსალოდნელი შედეგების წინასწარ შეფასება, მისი წარმატებული ინტეგრაციისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმის შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ციფრული მმართველობის სისტემა, რომელიც უკვე ნაწილობრივ დანერგილია ქართულ საჯარო სექტორში და დინამიკურად ვითარდება, შესაძლოა საუკეთესო ინსტრუმენტი გახდეს. ციფრული მმართველობის საშუალებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაქსიმალურად იქნება მიმართული საჯარო დაწესებულებების ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო კონტროლის მექანიზმი უზრუნველყოფს ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას, რაც ამ ტექნოლოგიის სანდო და გამჭვირვალე ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. სტატიის მიზანია ერთის მხრივ, ციფრული მმართველობის მნიშვნელოვნობის ხაზგასმა და მეორეს მხრივ, ხელოვნური ინტელექტის, როგორც მისი განმავითარებელი ინსტრუმენტის პოტენციალის შესწავლა. სტატია მიმოიხილავს ხელოვნური ინტელექტის ევოლუციის პროცესს, მის გავლენას ციფრულ მმართველობაზე, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს, კერძოდ: ევროკომისიის ეთიკის ნორმების სახელმძღვანელოში აღწერილ სანდო ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტირების ჩარჩოს, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგლამენტის მიხედვით ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩოს, ამერიკის შეერთებული შტატების კანონპროექტს ხელოვნური ინტელექტის უფლებების შესახებ, სინგაპურის მოდელს ხელოვნური ინტელექტის მმართველობთი ჩარჩოს შესახებ, AI-სთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მის მრავალმხრივ შესაძლებლობებს.

 

საკვანძო სიტყვები: ციფრული მმართველობა, ხელოვნური ინტელექტი (AI), საკანონმდებლო ჩარჩო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(ICT).