საქართველოს კონსტიტუციის ტექნიკური თუ არსებითი შეცდომები?
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
მარინე მარინაშვილი [email protected]
აბსტრაქტი
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველოს კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შევიდა, კონსტიტუციური ცვლილებების მიღებიდან ამოქმედებამდე, ბევრი კრიტიკა დაიწერა და ითქვა. კვლევის მიზანი არ არის კონსტიტუციური რეფორმის შეფასება. კვლევაში საუბარია კონსტიტუციის დებულებების უზუსტობებზე, რომელიც მკითხველმა უნდა შეაფასოს ტექნიკურია თუ შინაარსობრივი. რა თქმა უნდა, კვლევა არ მოიცავს კონსტიტუციის ყველა დებულების გრამატიკულ ანალიზს. კვლევაში ყურადღება იქნება გამახვილებული ზოგიერთ დებულებაზე, რომელიც ვფიქრობთ კანონმდებელს დაეხმარება დახვეწოს და სრულყოფილი გახადოს კონსტიტუციის ტექსტი. კვლევის შედეგად გამოვლენილი კონსტიტუციაში არსებული უზუსტობები, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს ტექნიკურ და არა არსებით შეცდომებად ცალსახაა საჭიროებენ შესწორებას.
საკვანძო სიტყვები: საქართველოს კონსტიტუციის ხარვეზები, საქართველოს კონსტიტუციის პრობლემები, საქართველოს კონსტიტუციის შეცდომები, საქართველოს კონსტიტუციის უზუსტობები, საკანონმდებლო ტექნიკა.