ხელოვნური ინტელექტი და საჯარო მმართველობა: ინოვაციური მიდგომები ჯანდაცვის პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და სოციალური დაზღვევის კონტექსტში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
ელენე ცხვარიაშვილი [email protected]
აბსტრაქტი
თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიების განვითარების სიახლეს წარმოადგენს. სტატია იკვლევს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციის შესაძლებლობებს საჯარო მმართველობაში, კერძოდ, ჯანდაცვის პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და სოციალური დაზღვევის გაუმჯობესების კონტექსტში. განხილულია AI-ის გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში, რესურსების მართვასა და სერვისების ავტომატიზაციაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ეფექტიანობასა და ხელმისაწვდომობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა AI სისტემების შესაძლებლობას გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენასა და მის დაძლევაში, აგრეთვე სოციალური სერვისების მორგებაში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე. საქართველოს მაგალითზე მოყვანილია არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, რაც უკავშირდება AI-ის დანერგვის საწყის ეტაპს. სტატია ასახავს იმ პოტენციალს, რაც AI ტექნოლოგიებს გააჩნია სამართლიანი, ინკლუზიური და შედეგზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები სტრატეგიული ჩარჩოს, მონაცემთა დაცვის და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, საჯარო მმართველობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა, სოციალური დაზღვევა, მონაცემთა ანალიზი.