ნეოევრაზიულობის დაბრუნება: რუსეთის გეოპოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია პოსტლიბერალურ მსოფლიო წესრიგში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
დავით ოსეფაშვილი d.o[email protected]
აბსტრაქტი
ნეოევრაზიულობა, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკური იდეოლოგია, XXI საუკუნის დასაწყისიდან, განსაკუთრებით აქტუალური გახდა, პოსტლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ფორმირების ფონზე. თუ ცივი ომის შემდეგ ლიბერალური უნივერსალიზმი განიხილებოდა, როგორც მსოფლიო განვითარების გარდაუვალი გზა, XXI საუკუნემ, წარმოაჩინა სხვა გზების არსებობა. ამ სტატიაში გაანალიზებულია ნეოევრაზიული იდეის ისტორია, თეორიული ფესვები და მისი გარდაქმნა რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრაქტიკაში. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ იყენებს კრემლი ნეოევრაზიულობას, როგორც გეოპოლიტიკური თვითიდენტიფიკაციის იდეოლოგიურ საყრდენს, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლური ლიბერალიზმის დომინაციას. სტატიაში განხილულია რუსეთის ცივილიზაციური სუვერენიტეტის კონცეფცია, ევრაზიული კავშირის პროექტი და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავენ, ახალი, მრავალპოლარული წესრიგის არქიტექტურას.
საკვანძო სიტყვები: ნეოევრაზიულობა, გეოპოლიტიკა, რუსეთის იდენტობა, პოსტლიბერალური წესრიგი, ცივილიზაციური სუვერენიტეტი, ევრაზია.