სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

მედია-ეთიკა დასავლური მედია-ორგანიზაციების გაიდლაინებსა და ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტებში

მარიამ ადამაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Adamashvilimariam

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

 

მარიამ ადამაშვილი    [email protected]

 

რას ნიშნავს ეთიკა? ის მორალთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ მეცნიერებას წარმოადგენს. მედიაეთიკა წესებისა და პრინციპების ერთიანობაა, რაც პროფესიული ღირებულებებიდან გამომდინარეა ჩამოყალიბებული. სწორედ, მედიაეთიკის პრინციპები განსაზღვრავს თუ რა არის დასაშვები/მისაღები ან/და მიუღებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ჟურნალისტების  უფლებებსა და ფუნქციებთან ერთად, მედიის წარმომადგენელთა ვალდებულებებია თავმოყრილი ეთიკის გაიდლაინებში,  რითიც პროფესიული სტანდარტების სახელმძღვანელო პრინციპებია  იქმნება. ეთიკურ კოდექსთა მიზანს პროფესიულ დამოუკიდებლობასთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა წარმოადგენს, შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეთიკის ნორმების სახელმძღვანელოები, თუმცა ეს უკანასკნელი მრავალგვარი სახელით გვხვდება: ეთიკის კოდექსი ან/და ქარტია, ქცევის სტანდარტები და ა.შ. ეთიკის კოდექსთა ერთ-ერთ ფუნქციას, ასევე წარმოადგენს აუდიტორიის უფლებათა  დაცვა და პროფესიულ ქცევათა წესების შესახებ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ,  მედიაორგანიზაციის სანდოობას ამაღლებს. 

სტატიაში წარმოდგენილია დასავლური მედიისა და ჟურნალისტური გაერთიანებების ეთიკური კოდექსები, რაც რელიგიის საკითხთა გაშუქებას ეხება და განხილულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამოყენება ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას.

 

საკვანძო სიტყვები: მედიაეთიკა, ეთიკური კოდექსები, ეთიკური ჟურნალისტიკა.