სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

დებატებისა და რიტორიკის მემკვიდრეობა მოდრენიზებულ ტოქშოუში

ია მახარაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Makharadze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

ია მახარაძე     [email protected]

 

 

ნაშრომი გთავაზობთ უამრავ დეტალურ, პრაქტიკულ ინფორმაციას ტოქშოუს მასალების  მომზადებასა და ეთერში გაშვებაზე. მეორე და რეკომენდირებული მიდგომაა თავად პროგრამის ყურება და მისი ფორმატის შესწავლა.  როგორია წამყვანის/მოდერატორის ან მასპინძლის სტილი. რა თემები განიხილება? რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრის პიროვნულობა და გამორჩეულობა? ჟურნალისტი ინფორმაციას, როგორც აზრს, იდეას, სიტყვას, დიალოგს, დისკუსიას, მონოლოგს მედიაში წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრული და ფორმატული თავისებურებებით. ზოგჯერ ჟურნალისტური ინფორმაცია, ფაქტი მოითხოვს ,,ინტერვიუს“ ფორმას. კონკრეტული საკომუნიკაციო ტექნიკებით პოლიტიკური მიზნის მიღწევისა და სასურველი „იმიჯის“  მოდელირების პრინციპი მედიის გაჩენამდეც მოქმდებდა. აღსანიშნავია, ძველ ცივილიზაციებში შემდეგი მედიუმების მნიშვნელობა: თიხის ფირფიტა მესოპოტამიაში, პაპირუსის ხვეული ეგვიპტეში, საბერძნეთსა და იტალიაში. შუა საუკუნეებში პერგამენტზე ხელთნაწერი და ქაღალდი ჩინეთიდან.  ანტიკური დიალოგების მსგავსად, პლატონის აზროვნების დიალექტიკური პრინციპიდან გამომდინარე, პლატონისეული მეთოდების საშუალებით ჟურნალისტიკაში ,,ინტერვიუ”-კითხვებით და პასუხებით ასახავს ამბავს, ასევე გააქტიურებულია მსჯელობა სხვადასხვა თემატიკაზე. როგორი დავალებაც არ მისცენ ჟურნალისტს, მათ მასალაში ყოველთვის მოიძებნება ადგილი ინტერვიუსთვის. ჟურნალისტურ მასალებში ინტერვიუს ხელოვნება — სწორად კითხვების დასმის ფორმაა, რათა ჟურნალისტმა მიიღოს საჭირო პასუხები. მისი საბაბი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა-სიახლე, რომელიც იძლევა განსჯის საფუძველს. ერთი მხრივ, ჟურნალისტს კონკრეტული თემისთვის ებადება კითხვები კომპეტენტური რესპოდენტის მიმართ, მეორე მხრივ, ამავე რესპოდენტის არგუმენტებით აუდიტორიის წინაშე დამაჯერებლობა ძლიერდება. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგების ფორმატებში წარმოდგენილი არგუმენტებით ჟუნალისტი-ინტერვიუერი შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტურ ველს გამოხატავდეს. აქედან გამომდინარე, ვერაფრის გაგებას ვერ შეძლებთ თუ არ გვესმის ის ველი, რომელმაც ის შექმნა და თავისი წილი მცირე ძალაუფლებით აღჭურვა. მედია მკვლევრის, სოციოლოგის პიერ ბურდიეს განმარტებით, საკმარის არაა, ამა თუ იმ ჟურნალისტის, ფილოსოფოსისა თუ ფილოსოფოს - ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლემიკური შეტევა.... ყველას ჰყავს თავისი განტევების ვაცი.  ამ კონტექტსში ნაშრომი შეისწავლის, სიღრმისეულად აანალიზებს   დებატებისა და რიტორიკის  მემკვიდრეობას მოდერნიზებულ ტოქშოუს ფორმატში, განსაზღვრავს საკომუნიკაციო ფორმას, სოციალურ პირობებსა და ტექნიკური პროგრესს. განიხილავს პროგრამის მოსმენისა ან ყურებისთვის ტოქშოუს ფორმატის შერჩევის სტილს, თემის განხილვას, სტუმრების პიროვნულობისა და გამორჩეულობის მნიშვნელობას. ტოქშოუს მაუწყებლობის სტანდარტად ქცევის ისტორიას.

 

საკვანძო სიტყვები: რიტორიკის მემკვიდრეობა, ტყუილის ფენომენი ტოქშოუებში, პნიქსის, ესქინეს საკრებულოები, მოდერნული ტოქშოუ, ანტიკური დიალოგები.