სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

იმედის უფლება, როგორც ფუნდამენტური უფლება გლობალური სამართლის კონტექსტში

ლელა თოთაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Totadze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

ლელა თოთაძე      [email protected]

 

„იმედის უფლება“ წარმოიშვა ბოლო დროს, უვადო პატიმრობასთან  მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლთან კავშირში, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. ნაშრომი ცდილობს გამოიკვლიოს და დაადგინოს, რატომ გახდა აუცილებელი იმედის კონცეფციის აღიარება ადამიანის უფლებათა სამართალში კონვეციის მესამე მუხლთან მიმართებით, როგორ მოახერხა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განესაზღვრა მისი მნიშვნელობა ადამიანისთვის, და როგორ მოხდა, რომ სასამართლო იძულებული გახდა შეენიშნა იმედი, როგორც ფუნდამენტური უფლება. კვლევა ასევე ცდილობს რომ განსაზღვროს „იმედის“ ბუნება ადამიანის უფლებათა სამართლის  გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე და მისი სამომავლო შესაძლო დანერგვა როგორც ფუნდამენტური უფლების გლობალური სამართლის კონტექსტში. კვლევა განიხილავს როგორ გააფართოვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  ძალაუფლება იმედის უფლების აღიარებით, და როგორ იხრება ადამიანის უფლებათა სამართალი ისეთი სისტემისკენ, რომელიც ინდივიდებზეა ორიენტირებული. 

 

საკვანძო სიტყვები: დამამცირებელი მოპყრობა, იმედის უფლება, ღირსება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გლობალური სამართალი, აღიარების უფლება.