სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

რატომ არის თაივანი მნიშვნელოვანი

ჯემალ გრძელიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Grdzelishvili

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

ჯემალ გრძელიშვილი           [email protected]

 

სტატია იკვლევს თაივანის მრავალმხრივ მნიშვნელობას გლობალურ არენაზე. კუნძული, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ აზიის სტრატეგიულ წერტილში, წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრს. სტატია აანალიზებს თაივანის მნიშვნელობის რამდენიმე ძირითად ასპექტს: პირველი, მისი როლი ნახევარგამტარების გლობალურ მიწოდების ჯაჭვში, სადაც თაივანი აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე ჩიპების 90%-ზე მეტს; მეორე, მისი სტრატეგიული მდებარეობა „პირველი კუნძულების ჯაჭვში“, რაც მას აქცევს მნიშვნელოვან ფაქტორად აშშ-ჩინეთის რეგიონულ ურთიერთობებში; მესამე, მისი დემოკრატიული სისტემა, რომელიც წარმოადგენს ალტერნატიულ მოდელს რეგიონში მთავრობების მართვის სტილის ფონზე. კვლევა ასევე განიხილავს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას და თაივანის სტატუსთან დაკავშირებულ დაძაბულობას, რაც პოტენციურად შეიძლება გადაიქცეს გლობალურ კონფლიქტად. დასკვნის სახით, სტატია ხაზს უსვამს, რომ თაივანის მომავალი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონულ სტაბილურობაზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და საერთაშორისო წესრიგზე.

 

საკვანძო სიტყვები: ჩინეთი, თაივანი, გეოპოლიტიკა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები, აღმოსავლეთ აზია.