სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

სასარგებლო წიაღისეული, როგორც სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საგანი (პრეცენდენტები და პერსპექტივები)

სოფიო გაბელაია

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Gabelaia

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

სოფიო გაბელაია        [email protected]

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მიღებულია სახელმწიფოთა თანაარსებობა ძალადობრივი ხასიათის ქმედებების გარეშე, პრაქტიკაში აღნიშნული ქვეყნები მაინც არ ერიდებიან თამამ და აგრესიულ ნაბიჯებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასეთ პირობებში კი, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების მექანიზმი და საგნები. 

ქვეყნები, რომლებსაც უსაფრთხოების პრობლემები მოგვარებული აქვთ, საერთაშორისო სივრცეში საკუთარი ინტერესების გატარებას მარტივად ახერხებენ. მაგრამ ქვეყნებს, რომლებსაც პრობლემა აქვთ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეტი სიკეთის დათმობა უწევთ სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, რაც მეტი მატერიალური თუ არამატერიალური რესურსის გაღების პოტენცალი აქვს სახელმწიფოს, მით მეტად არის დაცული საერთაშორისო ასპარეზზე.

მსოფლიო წესრიგის ცვლილების პირობებში, ხშირად იცვლება სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებების ეტაპზე მათი ინტერესებიც. ამჟამად, მსოფლიო ყურადღება მიპყრობილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინის სახელმწიფოს შორის მინერალების ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე პროცესისკენ, რამაც აქტუალობა შესძინა სასარგებლო წიაღისეულის, როგორც სახელმწიფოთა შორის გარიგების საგანის მნიშვნელობას.

სასარგებლო წიაღისეული, რომელიც შეიძლება სახელმწიფოთა ძლიერების განმსაზღვრელ კომპონენტადაც  მოიაზრებოდეს, აკადემიურ წყაროებში  სხვადასხვაგვარად განიმარტება. სასარგებლო წიაღისეული არის ნებისმიერი მინერალი ან ქვა, რომელიც მოიპოვება მიწის ქვეშ და გამოიყენება მრეწველობაში. შესაბამისად, მინერალური რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. რაც უფრო მრავალფეროვანია სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსები, მით მეტად დამოუკიდებელია ის ინდუსტრიის წარმოების პროცესში, მაგალითად: ლითონი აქტიურად გამოიყენება მანქანების წარმოების ინდუსტრიაში, ქვიშა-ხრეში- სამშენებლო სექტორში, კირქვა და თაბაშირი- ბეტონის დასამზადებლად, თიხა- კერამიკის დასამზადებლად, სხვადასხვა ძვირფასი ქვები (ოქრო, ვერცხლი და სპილენძი) კი მოდის ინდუსტრიაში ან/და ელექტრო სქემების დასამზადებლად და.აშ.

 

საკვანძო სიტყვები: სასარგებლო წიაღისეული, მინერალური რესურსები, მოლაპარაკება, გარიგება, ხელშეკრულება, სახელმწიფო.