სოციალური მიმღებლობის მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში, ეთიკური მენეჯმენტი და რეგულირების შესაძლებლობები
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი
მეგი სურმანიძე [email protected]
როსტომ ბერიძე [email protected]
სოციალური მიმღებლობა წარმოადგენს დამოკიდებულებების, განწყობების და შეხედულებების ერთობლიობას, რომელიც გავლენას ახდენს სოციალური ურთიერთობის მიმდინარეობაზე, ინფორმაციათა რაციონალური მიმოცვლის პროცესზე, კომუნიკაციისა და ურთიერთობის ხარისხზე. სოციალური მიმღებლობა ტურიზმის ინდუსტრიაში წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს, რომელსაც შეუძლია განაპირობოს როგორც სოციალური ისე ეკონომიკური სარგებელი, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარების პროცესს, ტურისტების კმაყოფილების და რაოდენობის ზრდას. სოციალური მიმღებლობის გაცნობიერებიდან იწყება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, რასისტული თუ სხვა დამოკიდებულებების ირაციონალური გამოვლინებები საზოგადოებაში, ყველა ჩამოთვლილი ხელს უშლის ტურიზმში როგორც სოციალურ ინსტიტუში მონაწილე მხარეებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციების, სოციალური კავშირების წარმართვას და ნეგატიურად აისახება ტურისტული ბიზნეს ობიექტების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
აღნიშნული სტატია შეისწავლის სოციალური მიმღებლობის და მასთან დაკავშირებული პროცესების გავლენებს, მნიშვნელობას ტურისტულ ურთიერთობებსა და ინდუსტრიაზე, შეისწავლის სოციალური მიმღებლობის მნიშვნელობას ტურიზმის ინდუსტრიისთვის, სოციალური მიმღებლობის როლს ტურისტების კმაყოფილების, ობიექტებისთვის შემოსავლების ზრდისა და საბოლოო კმაყოფილების ნაწილში.
სტატიაში გაანალიზებულია სოციალური მიმღებლობის ფორმის განმაპირობებელი გარემოებები, სოციალური ურთიერთობების შემადგენელი ასპექტები სოციალური ინტერაქციის, სოციალური გაცვლის თეორიის და სოციალური დისტანციის სახით. ასევე და უმთავრესი ფაქტორები და მისი რეგულირების საშუალებები ეთიკურ მენეჯმენტში.
სტატიაში განსაზღვრულია კავშირი სოციალურ მიმღებლობასა და ეთიკურ მენეჯმენტს შორის, რომელიც სოციალურ ურთიერთობებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ეფექტურ საშუალებად ესახებათ ტურისტულ ბიზნეს ობიექტებს.
საკვანძო სიტყვები: ტურიზმის ინდუსტრია, სოციალური მიმღებლობა, ეთიკური მენეჯმენტი, რეგულირება.