სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

პერსონალის დეფიციტი თანამედროვე საქართველოს შრომის ბაზარზე: გამოვლინება, მიზეზები, ტენდენციები და მისი დაძლევის გზები

დავით ჩახვაშვილი, ზურაბ პერტაია

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Chakhvashvili/Pertaia

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

დავით ჩახვაშვილი      [email protected]

 

ზურაბ პერტაია            [email protected]

 

განხორციელებული კვლევის საგანი იყო საქართველოს შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებიდან (მაღალი უმუშევრობით) კადრების დეფიციტზე გადასვლას გულისხმობს, რაც დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის მაღალ დონეზე მიუთითებს.

კვლევის მიზანი იყო შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის ხასიათის, მიზეზების, სიმწვავის, განვითარების პერსპექტივებისა და მისი დაძლევის სტრატეგიების განსაზღვრა.

სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის, როგორც სექტორული და რეგიონული ხასიათის მოვლენის დასაბუთებაში. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, სამუშაო ძალაზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა გაანალიზებულია შრომის ბაზრის დაძაბულობის დინამიკასთან კორელაციაში, ხოლო ემპირიულ დონეზე მისი შესწავლის საფუძვლად გამოყენებულია სპეციალური კრიტერიუმებით შერჩეული მონაცემები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც ახორციელებენ კადრების რეკრუტირებას ან სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზს.

კვლევის შედეგად ავტორები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: საქართველოში ამჟამად დაფიქსირებული კადრების დეფიციტი არის სექტორული და რეგიონული ხასიათის მოვლენა, რომელიც ტენდენციის სახით მუდმივად ვლინდება საქართველოს შრომის ბაზარზე სხვადასხვა რაოდენობრივი მაჩვენებლით, პროფესიულ სეგმენტებსა და გეოგრაფიულ არეალებში. სტატიაში მოყვანილია მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ კადრების დეფიციტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ყალიბდებოდა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გავლენით და გამწვავდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის პირობებში, არ არის სისტემური და კრიტიკული, ხოლო ქვეყანას აქვს სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი გამოუყენებელი რეზერვები. ნაჩვენებია სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის დაძლევის შესაძლებლობები და აქტუალური გზები.

 

საკვანძო სიტყვები: პერსონალის დეფიციტი, შრომის ბაზარი, უმუშევრობა, ადამიანური რესურსები, კვალიფიციური კადრები, მიგრაცია, სექტორული დეფიციტი, სამუშაოს მაძიებლები, სახელმწიფო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება.