სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

საქართველოს ელექტრონული მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობებში: გამოწვევები და შესაძლებლობები

ერეკლე ზარანდია

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Zarandia

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

ერეკლე ზარანდია             [email protected]

 

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მათი ინტეგრაცია მმართველობით პროცესებში თანამედროვე საზოგადოებებში შეუქცევად პროცესად იქცა. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ადაპტაციაზე თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტებს გააუმჯობესონ მოქალაქეებთან კომუნიკაცია, გაზარდონ სერვისების ხელმისაწვდომობა და ოპტიმიზაციის გზით შეამცირონ ბიუროკრატიული ბარიერები. ამას კი, ელექტრონული მმართველობის ცნებასთან მიიყვანა.

„სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“ არის ელექტრონული მმართველობა.  თუმცა, ელექტრონული მმართველობა ასევე მოიცავს შიდა კომუნიკაციას სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ისევე როგორც თავად სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, რომელიც ტარდება ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით.

კვლევის მიზანია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკის ანალიზი, მისი განვითარების ძირითადი ეტაპების, მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შეფასება. საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა ციფრული მმართველობის ელემენტების მიმართულებით, მათ შორის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ინიციატივის ფარგლებში, თუმცა მუნიციპალიტეტებს შორის ტექნოლოგიური უთანასწორობა და ციფრული უნარების დეფიციტი კვლავ სერიოზულ გამოწვევებად რჩება.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ მომხმარებელზე, ანუ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც უნდა იყვნენ მზად, მიიღონ და გამოიყენონ ელექტრონული სერვისები. კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ნაწილი კვლავ ენდობა ტრადიციულ, ქაღალდზე დაფუძნებულ პროცესებს და ნაკლებად იყენებს ონლაინ სერვისებს.

 

საკვანძო სიტყვები: ადგილობრივი თვითმმართველობა, ელ-მმართველობა, ციფრული უნარები, გამოწვევები და ანალიზი.