სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები
პერსონალის ლოიალობა, როგორც კომპანიის სტაბილურობის ფაქტორი
დავით ჩახვაშვილი, თეონა მაისურაძე
სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 4 (2022) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542
DOI: 10.51895/VSS4/Chakhvashvili/Maisuradze
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
დავით ჩახვაშვილი [email protected]
თეონა მაისურაძე [email protected]
ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომელთა ლოიალობის საკითხისადმი მზარდი ინტერესი იმით არის განპირობებული, რომ დღესდღეობით პერსონალი ნებისმიერი ორგანიზაციის ყველაზე ღირებული რესურსია. ორგანიზაციის თანამშრომლების ჭეშმარიტი სურვილი, ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ორგანიზაციის სტაბილური განვითარებისთვის დაცული უნდა იყოს გარკვეული ბალანსის პრინციპი: ანუ კომპანიას უნდა ჰყავდეს ლოიალური მომხმარებლები, ლოიალური პერსონალი და ლოიალური ინვესტორები.
უშუალო ურთიერთობა კომპანიის თანამშრომლების კმაყოფილებას, რომლებიც კონტაქტში არიან მომხმარებლებთან და თავად მომხმარებლების კმაყოფილებას შორის, ერთად
განაპირობებს კომპანიის ფინანსურ წარმატებას ბაზარზე. ორგანიზაციაზე პერსონალის ზემოქმედების ეკონომიკური ეფექტურობის გაცნობიერებით, მომხმარებელთა ლოიალობაზე და პერსონალის მოტივაციის მნიშვნელოვნების გააზრებით, აუცილებელი ხდება თანამშრომლებისთვის ხელსაყრელი, შეიძლება ითქვას მიმზიდველი და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
არჩეული საკითხის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კომპანიის სტაბილიზაციის მაჩვენებელია ორგანიზაციის მომგებიანობა, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ დამოკიდებულია თანამშრომლების ეფექტურობაზე. სამუშაო პროცესში ადამიანების მიერ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ ცოდნაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე, არამედ თანამშრომლების სურვილზე, იმუშაონ ორგანიზაციის სასარგებლოდ.