სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

განათლების სისტემების ჰეტეროგენურობა და უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელი – ევროპული პერსპექტივა

იანა ოხრიმენკო, ანასტასია მენშიკოვა

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 1 (2021) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS1/Okhrimenko/Menshykova

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

წინამდებარე ნაშრომი ევროპის და აზიის ქვეყნებს შორის განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონთაშორისი და მთავრობათაშორისი მოდელის ეფექტიანობის ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ჰეტეროგენურობის ჭრილში განხილვას ახორციელებს. ნაშრომის ძირითადი თემის მიხედვით, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მოდელის წინაპირობას შიდარეგიონალური ჰომოგენურობა წარმოადგენს.

 

კლასტერული ალგორითმის გამოყენებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროპულ ქვეყნებს ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრებით, აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ინტეგრირება ცალკეული რეგიონების ნაცვლად მათ ეკონომიკას შორის უნდა მოხდეს.

 

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, განათლების სისტემა, ინსტიტუტები, კულტურა.