სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური გავლენა და პოლიტიკის ჩარჩო: საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და სტრატეგიული რეკომენდაციები საქართველოსთვის

ნინო ბიწაძე, ნინო ტაგანაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 11 (2026) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/11/Bitsadze/Taganashvili

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

ნინო ბიწაძე   [email protected]

ნინო ტაგანაშვილი   [email protected]

 

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი იკვლევს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაკროეკონომიკურ გავლენასა და ეროვნული სტრატეგიების როლს ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებაში, საქართველოსთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით. კვლევის პირველი ნაწილი აანალიზებს AI-ს სექტორულ ეკონომიკურ ეფექტებს Goldman Sachs-ის, McKinsey-ის, Penn Wharton-ისა და IMF-ის პროგნოზებზე დაყრდნობით და აფასებს ტექნოლოგიის ინტეგრაციის პოტენციალს საქართველოს საფინანსო, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სექტორებში. მეორე ნაწილი წარმოადგენს სინგაპურის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და საფრანგეთის AI სტრატეგიების კომპარატიულ ანალიზს ქვეყნებისა, რომლებმაც ინსტიტუციური მოქნილობითა და მიზანმიმართული პოლიტიკით მიაღწიეს წარმატებას აშშ-ისა და ჩინეთის დომინანტური მოდელებისგან დამოუკიდებლად. კვლევა ცხადყოფს, რომ ეფექტიანი AI ეკოსისტემა მოითხოვს ადაპტირებულ მარეგულირებელ ჩარჩოს, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ეთიკური სტანდარტების ინტეგრაციასა და სექტორთაშორის კოორდინაციას. საქართველოში ეროვნული AI სტრატეგიისა და სამართლებრივი დეფინიციის სრული არარსებობა ფრაგმენტულ მიდგომებს განაპირობებს, რაც სტრუქტურულ ბარიერს ქმნის ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ნაშრომი ასაბუთებს ინტეგრირებული სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავების კრიტიკულ აუცილებლობას, რომელიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ლიდერად პოზიციონირებას უზრუნველყოფს.