ეფექტიანობის გამოწვევები საჯარო მმართველობაში: საქართველოს შემთხვევა
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
ნანა რუსაძე [email protected]
აზა იფშირაძე [email protected]
ეკატერინე ზაქარაძე
აბსტრაქტი
საჯარო მართვის ეფექტიანობის პრობლემა დღემდე აქტუალურია, ხოლო მისი გამოთვლა - პრობლემატური და გადაუწყვეტელი. საჯარო მართვის ყოველი ობიექტისათვის უნდა დადგინდეს ეფექტიანობის მიდგომა, კრიტერიუმები და მაჩვენებლები, რომელთა საფუძველზეც მოხდება კომპლექსური შეფასება. ყველაზე ხშირად, საჯარო მართვის ეფექტიანობა განიხილება სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
ეფექტიანობასთან მიდგომები იყოფა ორ ნაწილად: ზოგადი და კონკრეტული, რომელიც იყენებს რაოდენობრივ მაჩვენებლებს და ცდილოს პროცესის შეფასებას (გაზომვას).
საჯარო მართვის წინაშე არსებული ამოცანების მრავალრიცხოვნება, მართვის ობიექტისა და დონეების მრავალფეროვნება განაპირობებს ეფექტიანობის დაყოფას სახეებად: ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, დარგობრივი, რეგიონული და ადგილობრივი მართველობის/თვითმმართველობის.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სხვადასხვა მიდგომები ეფექტიანობის გასაზომად, გაანალიზებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აპრობირებული მაჩვენებელი - World Governance Indicators (WGI) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. WGI წარმოადგენს მმართველობის ექვს კომპონენტზე დაფუძნებულ მაჩვენებელთა სისტემას, მოიცავს 200 ქვეყანას და გვიჩვენებს მმართველობის ხარისხის შეფასებას სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ ახდენს ქვეყნების რანჟირებას.
ნაშრომში 2006-2023 წლების მიხედვით ჩატარებულია საქართველოს Government Effectiveness-ის რეგრესიული ანალიზი GDP-თან მიმართებით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა დასახელებულ მაჩვენებლებს შორის შორის ძლიერი დადებითი კორელაცია. ამ მოდელში მმართველობის ეფექტიანობის ცვლილება ხსნის ეკონომიკური ზრდის ცვალებადობის დაახლოებით 55.2%-ს. ეს მიუთითებს, რომ მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესება ასოცირდება ეკონომიკურ ზრდასთან (მათ შორის არსებობს ძლიერი დადებითი ასოციაცია).
ასევე, საჯარო მმართველობის ეფექტიანობის საკითხი შესწავლილია რეგიონულ ჭრილში, პროფესიული საჯარო მოხელეების რიცხოვნობის მიხედვით. კერძოდ, რეგიონების მიხედვით გამოთვლილია ეფექტიანობასთან დაკავშირებული ზოგიერთი მაჩვენებელი (სახელმწიფო მმართველობის მოცულობა მშპ-ში, სახელმწიფო მმართველობის მოცულობა საშუალოდ ერთ მოხელეზე, მოსახლე, მოხელეთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 კაცზე).
საკვანძო სიტყვები: ეფექტიანობა, სახელმწიფო მართვა, ინდიკატორი, ინდექსი, რეგიონი.