ტექნოლოგია როგორც სტრატეგიული პარტნიორი - HRIS სისტემისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენა ადამიანური რესურსების მართვაზე
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
მარიამ გაბაშვილი [email protected]
აბსტრაქტი
შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგია იქცეს სტრატეგიულ პარტნიორად ადამიანური რესურსების მართვაში? ტრადიციულად, ადამიანური რესურსების მართვის პროცესი მოიაზრებდა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებას მანუალურად. თუმცა ციფრულმა ეპოქამ ისევე როგორც სხვა სფეროებში, ტრანსფორმაცია მოახდინა ადამიანური რესურსების მართვის პროცესზეც. გლობალურ დონეზე არსებულმა ცვლილებების სისწრაფემ აიძულა კომპანიები ფეხი აეწყოთ ტექნოლოგიური სიახლეებისთვის. ახალმა ერამ ფუნდამენტურად შეცვალა ორგანიზაციების მიდგომა სამუშაო პროცესის მიმართ და შექმნა გარემო, სადაც ციფრული ინსტრუმენტები ძირითად როლს თამაშობენ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ გააჩინა პროცესების ოპტიმიზაციის საჭიროება. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკა თანდათან გათავისუფლდა ქაღალდზე დაფუძნებული ადმინისტრაციული პროცესებიდან და გადავიდა ციფრულ ეკოსისტემაში. მოხდა პროცესების ავტომატიზაცია და შეიქმნა ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემა (HRIS), რომლის დანერგვამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაოს ეფექტურობა და გაამარტივა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემების განვითარების ლოგიკური გაგრძელება გახდა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია, რამაც განაპირობა სამუშაო პროცესის მეტად დახვეწა და გამრავალფეროვნება. ამ ტექნოლოგიების გაერთიანებამ ადამიანური რესურსების მართვის პროცესი გადაიყვანა ანალიტიკურ და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ახალ დონეზე. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მისი ეკონომიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გლობალურ დონეზე მოახდინა სექტორების გარდაქმნა.
სტატიის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მნიშვნელობა ადამიანური რესურსების მართვაში. მიმოხილულია HRIS სისტემების განვითარება, მათი ფუნქციური შესაძლებლობები და ალგორითმული ინტეგრაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესების ეფექტურობასა და მონაცემებზე დაფუძნებულ მართვას. ასევე, განხილულია საერთაშორისო კომპანიების პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემებისა და AI ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI), ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემა (HRIS), ავტომატიზაცია.