AI–დიპლომატია: სტრატეგიული ინტეგრაცია და გლობალური დინამიკა
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
თეა თავაძე [email protected]
აბსტრაქტი
დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიურ მიღწევად აღარ ითვლება, არამედ, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაცაა. „AI დიპლომატია“ მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას სახელმწიფო უსაფრთხოებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ხელშეკრულებების მონიტორინგსა და ინფორმაციის მართვაში.
სტატიის მიზანია შეისწავლოს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიული ინტეგრაციის სპეციფიკა სამ გეოპოლიტიკურ მოთამაშესთან: აშშ-სთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. შედარებითი ანალიზი ეფუძნება მათ პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და ეთიკურ მიდგომებს, განიხილავს მათი დიპლომატიური ინტეგრაციის ფორმებს, სახელმწიფო პროგრამებსა და გლობალურ გავლენას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოთა AI პოლიტიკა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან მათი მიზნები და გამოწვევები განსხვავდება, რაც ქმნის არა მხოლოდ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ კონფლიქტის საშიშროებასაც. მაგალითად, აშშ და ევროკავშირი განაგრძობენ რეგულაციების გამკაცრებას, რათა დაიცვან დემოკრატიული პრინციპები და ჰუმანიტარული ღირებულებები, მაშინ როცა ჩინეთი უპირატესობას ანიჭებს საკუთარი გლობალური გავლენის გაფართოებას და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.
ყურადღება გამახვილებულია მთავარ ასპექტებზე: სახელმწიფო სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დიპლომატიურ ჩარჩოებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რეგულაციებზე.
კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი მეთოდოლოგია, რაც დოკუმენტური მასალების, პოლიტიკის მიმოხილვების, დიპლომატიური რეკომენდაციებისა და სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეული განხილვის საშუალებას იძლევა.
კვლევის ძირითადი მიზნებია:
- წარმოადგინოს შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის დიპლომატიის სტრატეგიული ხედვები;
- გლობალური პოლიტიკის კონტექსტში საერთო ტენდენციებისა და განსხვავებების იდენტიფიცირება;
- რეკომენდაციების შეთავაზება მცირე და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საგარეო პოლიტიკაში ინტეგრირებას გეგმავენ.
სტატია ხელს უწყობს არსებული კვლევების გაფართოებას, განსაკუთრებით ინტერდისციპლინურ მიდგომებში, რომლებიც აერთიანებს პოლიტიკურ მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI), AI დიპლომატია, გლობალური პოლიტიკა, ეროვნული სტრატეგია, აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი.