სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

ალგორითმული მანიპულაცია სოციალურ მედიაში: საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი და მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე

მარინა გორდელაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/MarinaGordeladze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

მარინა გორდელაძე    [email protected]

 

აბსტრაქტი

ციფრულ ეპოქაში სოციალური მედიის პლატფორმები აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის არხები, ისინი საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ აქტიურ არენად იქცნენ. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ ალგორითმები, რომლებიც განსაზღვრავენ, მომხმარებლისთვის მიწოდებულ შინაარსს. ალგორითმებით მართული პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც მომხმარებელი ძირითადად მხოლოდ მის ინტერესებსა და შეხედულებებთან თანხვედრ ინფორმაციას იღებს, რაც ამცირებს განსხვავებულ მოსაზრებებზე წვდომას, ამძაფრებს  პოლარიზაციას და ზრდის დეზინფორმაციის გავრცელების რისკს.

სტატიაში გაანალიზებულია კვლევები, რომლებიც ასახავს, როგორ მოქმედებს სოციალური მედიის ალგორითმები მომხმარებელთა ქცევასა და საზოგადოებრივ აზრზე, როგორ აყალიბებს საინფორმაციო გარემოს და რა გავლენას ახდენს ეს  ყველაფერი დემოკრატიულ პროცესებზე. ასევე განხილულია TikTok-ის, Facebook-ისა და YouTube-ის ალგორითმული მოდელები და მათი გავლენა საზოგადოებრივი ნარატივების ფორმირებაზე.

სტატიის მიზანია, ერთი მხრივ, სოციალური ქსელების მნიშვნელობის ხაზგასმა საქართველოს და გლობალურ კონტექსტში და მეორე მხრივ, ალგორითმების მუშაობის სპეციფიკის შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანალიზს, თუ როგორ გარდაქმნის ალგორითმული არქიტექტურა საზოგადოებრივ დისკურსს და როგორ შეიძლება ზრდიდეს დეზინფორმაციის გავრცელების რისკს.

ავტორიტარული რეჟიმები ამ მექანიზმებს იყენებენ დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობის შესარყევად, ხოლო დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ იმავე არხების გამოყენებით საზოგადოების მედეგობის გაძლიერებასა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას. შედეგად, სოციალური მედიის ალგორითმები იქცნენ თანამედროვე საინფორმაციო ომის გავლენიან იარაღად, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, საზოგადოებრივ აზრზე  და ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაზე. ამ პირობებში საჭიროა სოციალური მედიის ალგორითმების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. TikTok, Facebook და YouTube-მა სხვა პლატფორმებთან ერთად უნდა გაამჟღავნონ ის კრიტერიუმები, რომლითაც არჩევენ მომხმარებლისთვის ნაჩვენებ ინფორმაციას. ეს ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული ოპერაციების ამოცნობასა და საზოგადოებების მედეგობის გაძლიერებას. ალგორითმების  რეგულაცია და ეთიკური მართვა აუცილებელია თანამედროვე საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის. 

საკვანძო სიტყვები: სოციალური ქსელები, ალგორითმები, საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია.