სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

თანამედროვე საზოგადოებაში მოსამართლის პროფესიული პასუხისმგებლობა და გამოწვევები

ნანა მახარაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/Makharadze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

ნანა მახარაძე     [email protected]

 

აბსტრაქტი

მოსამართლის როლი თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვნად აღემატება მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და მოიცავს ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცების ფუნქციას. ნაშრომი იკვლევს მოსამართლის პროფესიის ისტორიულ ტრანსფორმაციას, რომელიც ადრეულ პერიოდში ძირითადად კანონის მკაცრ აღსრულებას მოიცავდა, ხოლო თანამედროვე ეპოქაში მოიაზრებს ადამიანის უფლებათა დაცვას, გენდერულ თანასწორობას, დისკრიმინაციის აღკვეთას და სამართლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

კვლევა ასევე ეხება ბანგალორის პრინციპებსა და საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსამართლის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და ეთიკურ სტანდარტებს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლოს პოლიტიკურ ზეგავლენისგან დაცვას, მოსამართლის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, სოციალური მედიისა და მედიასაშუალებების გავლენას, ასევე სამართლის ნორმების ინტერპრეტაციის პროცესს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში „contra legem“ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მოსამართლის საქმიანობა მოითხოვს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის, ეთიკური სტანდარტებისა და სტრესის მიმართ მდგრადობის ერთობლიობას. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ მოსამართლე წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, რომლის ნეიტრალობა, მიუკერძოებლობა და ეთიკური ქცევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლებრივი სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, რაც ასახავს მის როლს არა მხოლოდ სამართლის აღსრულებაში, არამედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფაში.

ნაშრომი დეტალურად განსაზღვრავს მოსამართლის როლს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში და ხაზგასმით წარმოაჩენს გამოწვევებს. ნაშრომში, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას, რაც მოსამართლის მხრიდან მოითხოვს როგორც პროფესიულ პასუხისმგებლობას, ისე დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რაც დაკავშირებულია კომპლექსურ სოციალურ საკითხებთან და სირთულეებთან.

საკვანძო სიტყვები: მოსამართლის როლი, სამართლიანი გადაწყვეტილება, გამოწვევები, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პოლიტიკური ზეგავლენა.