სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობის შეთანხმებები: მნიშვნელობა და რეგულირების მექანიზმები

ქრისტინე უბილავა

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/Ubilava

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

ქრისტინე უბილავა   [email protected]

 

აბსტრაქტი

ნაშრომის ფარგლებში კვლევის მიზანს წარმოადგენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობის შეთანხმებების მნიშვნელობისა და რეგულირების მექანიზმების განსაზღვრა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.

ნაშრომში განხილულია ევროკავშირში საზღვრისპირა ჯანდაცვის სამართლებრივი ჩარჩო, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სასწრაფო დახმარების სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, ნიდერლანდ-ბელგია-გერმანიის სასაზღვრო რეგიონში საზღვრისპირა სასწრაფო დახმარების შეთანხმებები, ბელგიასა და გერმანიას (რაინლანდ-პფალცი) სასწრაფო დახმარების სფეროში საზღვრისპირა სამეზობლო დახმარების შესახებ EMR  შეთანხმება, ლიეტუვასა და ლატვიას შორის სამედიცინო დახმარების სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, ტრანსსასაზღვრო ჯანდაცვის თანამშრომლობის შესახებ No. 55964 ჩარჩო შეთანხმება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის და საქართველოს გამოცდილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრისპირა სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების აშკარა საჭიროების მიუხედავად, ამ სფეროში თანამშრომლობა სრულყოფილად არ არის რეგულირებული.  ეროვნულ სისტემებს შორის განსხვავებები, მაგალითად, კვალიფიკაციის, სამედიცინო პრაქტიკის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, ართულებს საზღვრისპირა სასწრაფო დახმარების მომსახურების მიწოდებას. სასაზღვრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხშირი გამოწვევებია ენობრივი და სოციოკულტურული ბარიერები, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს სირთულეები, ფინანსური საკითხები, პროფესიული უნარების აღიარებისა და საზღვრისპირა მონაცემების ურთიერთქმედების სტანდარტიზაციის ნაკლებობა, გადაუდებელი კომუნიკაციის პრობლემები. ყველა ამ სირთულის მიუხედავად, არსებობს მრავალი უპირატესობა, როგორიცაა პაციენტებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რესურსების გამოყენებისა და მართვის ეფექტურობის გაზრდა, დაგვიანებული რეაგირებისა და არასაკმარისი მკურნალობის შემცირება, გაწეული მომსახურების უკეთესი ხარისხი, პაციენტების კმაყოფილების ზრდა, სასაზღვრო რაიონებში საერთო პასუხისმგებლობების სინერგიის შექმნა.

ამასთან, საქართველოსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში სასაზღვრო თანამშრომლობა გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანი პერსპექტივის მქონეა. ჯანდაცვის სფეროში საზღვრისპირა თანამშრომლობის განმტკიცება, სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და ტექნოლოგიების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: რეგულაცია, სასაზღვრო თანამშრომლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შეთანხმება, ჯანდაცვა.