სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

აუცილებელი გზით სარგებლობისათვის კომპენსაციის გადახდის ფარგლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით

ანა ჩოგოვაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/Chogovadze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

ანა ჩოგოვაძე  a[email protected] 

 

აბსტრაქტი

სტატია წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი სპეციფიკური სამართლებრივი მექანიზმის - აუცილებელი გზის დადგენისა და გაყვანილობის გატარებისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის - დოგმატურ-სამართლებრივ და შედარებით-სამართლებრივ ანალიზს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე.  მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო კოდექსით, მისი შეზღუდვა შესაძლებელია მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლებით. აღნიშნული შეზღუდვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მიზნობრივ გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს თმენის ვალდებულების არსს და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, თუმცა არ შეიცავს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და იგი მთლიანად სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. ამდენად, სასამართლო პრაქტიკა წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის დადგენის ძირითადი სტანდარტების, მტკიცების ტვირთის განაწილების და კომპენსაციის პროპორციულობის უზრუნველყოფის ერთადერთ წყაროს.

კვლევის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს აუცილებელი გზით სარგებლობისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობას, შეზღუდვის ფარგლებთან მის პროპორციულობას, გადახდის პერიოდულობას, ასევე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს.  სტატიაში განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი რეგულაციები. კვლევა მიზნად ისახავს საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მექანიზმის სამართლებრივი ლოგიკისა და მხარეთა ინტერესთა ბალანსის შეფასებას.

საკვანძო სიტყვები: აუცილებელი გზა, გაყვანილობის გატარება, კომპენსაცია, საჯარო გზა, უფლებაშეზღუდული მესაკუთრე, ხელმყოფი მესაკუთრე, თმენის ვალდებულება.