საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონალური კონფლიქტების პირობებში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
მარიამი ბაზერაშვილი [email protected] https://orcid.org/0009-0007-6237-4170
ქეთევან შოშიაშვილი [email protected] https://orcid.org/0000-0003-1542-5987
აბსტრაქტი
სტატია მიმოიხილავს კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებსა და კრიზისულ მოვლენებს, რომლებიც არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულ მოვლენებად. ისინი წარმოადგენენ რეგიონულ და გლობალურ გეოპოლიტიკურ ინტერესთა შეჯახებათა გამოძახილს, რაც პირდაპირ ქმნის გამოწვევებს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის ფედერაციას, როგორც მთავარ რეგიონულ აქტორს, რომელიც სისტემატურად იყენებს ეთნიკურ დაპირისპირებებსა და გაყინულ კონფლიქტებს მეზობელი სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკის ფორმირების მიზნით. კვლევა ასახავს, როგორ წარმოშობს აღნიშნული კონფლიქტები უსაფრთხოების არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც რეგიონული პროცესების ცენტრალურ ფიგურად ითვლება. ქვეყანა, ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული ხიდის როლით, ატარებს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ დატვირთვას, რაც გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე საერთაშორისო ტრანზიტულ ფუნქციაზე. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავს ქვეყნის როლს ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და უსაფრთხოების სისტემებში. სტატიაში ასევე განხილულია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, ორიენტირებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, უსაფრთხოების განმტკიცებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. კვლევა აჩვენებს, რომ კავკასიის სტაბილურობის მიღწევა რთული, მრავალშრიანი პროცესი არის, რომელიც მოითხოვს როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური აქტორების თანმიმდევრულ ჩართულობას. გარდა ამისა, მიმოხილვა ხაზს უსვამს რეგიონული კონფლიქტების ეკონომიკურ, ტრანზიტულ და სოციალური ასპექტებს, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რეგიონულ სტრატეგიულ ხედვებს. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს კავკასიის უსაფრთხოების სისტემის უკეთ გააზრებას და იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონული სტაბილურობის პროცესებს.
საკვანძო სიტყვები: კონფლიქტები, კავკასიის რეგიონი, საერთაშორისო პარტნიორები, საქართველო, უსაფრთხოება, სტაბილურობა.