სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

მიგრაციის გავლენა ეროვნული იდენტობის ფორმირებაზე: ეთნოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ხედვა საქართველოს მაგალითზე

მარიამ გალდავა

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/Galdava

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

მარიამ გალდავა   [email protected]

 

აბსტრაქტი

თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში მიგრაცია იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენად, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ იდენტობაზე. მოცემული ნაშრომის მიზანია მიგრაციის პროცესების გავლენის გაანალიზება ეროვნული იდენტობის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის კონტექსტში. კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და აერთიანებს ეთნოლოგიურ, სოციოლოგიურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს. ეთნოლოგიური ანალიზის ფარგლებში შესწავლილია კულტურული ადაპტაციისა და ტრადიციების შენარჩუნების მექანიზმები, ხოლო სოციოლოგიური ასპექტი აქცენტს აკეთებს მიგრანტთა სოციალურ ურთიერთობებსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის დონეზე. პარალელურად, პოლიტიკურ-ანალიტიკური ხედვა იკვლევს სახელმწიფოსა და პოლიტიკური დისკურსის როლს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში. ნაშრომი აჩვენებს, რომ მიგრაცია იწვევს როგორც იდენტობის დაკარგვის რისკებს, ასევე მისი განახლებისა და გამდიდრების შესაძლებლობებს. შედეგად, ეროვნული იდენტობა წარმოჩინდება როგორც დინამიკური და მუდმივად გარდამავალი კონსტრუქცია, რომელიც მიგრაციული პროცესების გავლენით ახალ ფორმებს იძენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული დიასპორების გამოცდილებას, რაც იძლევა შესაძლებლობას გაანალიზდეს იდენტობის შენარჩუნებისა და ტრანსფორმაციის უნიკალური მექანიზმები.

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, ეროვნული იდენტობა,  ინტერდისციპლინური მიდგომა,  ეთნოლოგიური პერსპექტივა, სოციალურ-პოლიტიკური გავლენა.