განათლების ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ „ტრადიციულ“ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თანამედროვე ინდუსტრიული და ცოდნის ეკონომიკის პირობებში სტუდენტებს დასაქმებისათვის შესაბამის უნარებს ვერ უვითარებენ. ამ სტატიის კონტექსტი ჩვენ ავირჩიეთ მეტაფორა, რომელიც ჩვენი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას საუკეთესოდ ახსნიდა. ჩვენს მიერ შემუშავებული დიზაინი ეფუძნება სისტემურ აზროვნებას და ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან კონცეფციას: ორგანიზაციის სტრუქტურასა და ოპერაციული სრულყოფილებას. სტატია არ მსჯელობს ამ დიზაინის უპირატესობაზე, არამედ საუბრობს მის ფარგლებში გაუმჯობესებულ კომუნიკაციაზე პერსონალთან, სტუდენტებთან და სხვა დაწესებულებებთან.
საკვანძო სიტყვები: დასაქმების უნარები ბიზნესში, ოპერატიული ბრწყინვალება, სასწავლო გეგმის შემუშავება.
სამოქალაქო საზოგადოება არის პლაცდარმი დემოკრატიული ღირებულებების შესაქმნელად. სამოქალაქო საზოგადოების დეფინიცია გვამცნობს, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის თვითწარმოქმნადი ჯგუფისთვის კონკრეტული საკითხის განვითარება, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს სასიკეთოდ აისახება. საუკუნეების მანძილზე მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები სხვადასხვა ჭრილში ვითარდებოდა, დღესდღეობით კი, სხვადასხვა სამართლებრივი ნორმები არეგულირებენ მათ ურთიერთკავშირს. საუბარი, ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც სახელმწიფოები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დასაწყისისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოებს ან დემოკრატიის გზაზე მყოფ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არ უნდა ეომათ. მაგრამ საკითხავია დემოკრატიული ღირებულებები და მისი ფასეულობის არსი როგორ განისაზღვრება. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია თანასწორი და თავისუფალი გარემოს შექმნა, თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ სახელმწიფო ვერ დააწესებს თუ მოქალაქეების გარკვეული თანხმობა და მათი ქმედებები ურთიერთკავშირში არ ებმება. კერძოდ, მოქალაქეებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რომ მიიღონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად, არა მხოლოდ, მათ, კონკრეტულ ჯგუფს დაეხმარება, არამედ სახელმწიფოზეც იქონიებს პოზიტიურ ჭრილში გავლენას. დღესდღეობით იქმნება არაერთი გაერთიანება, ყველაზე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა ძირითად არეალს განსაზღვრას სახელმწიფოს შიგნით მაქსიმალურად ადამიანის უფლებების დაცვა, ინფორმაციული თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. უნდა დავამატოთ, ისიც, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ბიძგს წარმოადგენს სოციუმში არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპასა და აშშ-ში. გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც ძირითადად კერძო სექტორში ფუნქციონირებს, ადგილობრივ დონეზეც, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქმნება სხვადასხვა გაერთიანებები, სადაც ჩართულნი არიან ადგილობრივად მოსახლეობა და რეალურად, ეს ხდება მაგალითი, იმის, რომ ხელისუფლებას აინტერესებს მოსახლეობის აზრი და გარკვეული ინიციატივების საფუძველზე აქვს ხალხის ჩართულობით გავლენა. ეს ბოლო კონკრეტული მიდგომა, პრაქტიკაში, ცოტა რთულად გასატარებელია განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რადგან ისინი ამ ეტაპს ჯერ კიდევ გადიან. შესაბამისად, განვითარებად სახელმწიფოებში, უფრო აქტუალური და ქმედითუნარიანი არის არასამთავრობო სექტორი. დამატებით, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მნიშნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მედია, რომელსაც დიდი ზეგავლენა აქვს სახელმწიფოს შიგნით არსებულ მოსახლეობაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი და გამჭირვალეა მედია, მით უფრო მეტად ვრცელდება ჯანსაღი და სწორი ინფორმაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი გასაღები საზოგადოების ფორმირებისათვის კონკრეტულ საკითხებზე.
საკვანძო სიტყვები: სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი ნორმები, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია.
წარმოდგენილი ნაშრომში განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, კერძოდ, კანონიერი ნდობის პრინციპი და კანონიერების პრინციპი, მათი წარმომავლობა, ადგილი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, მათი მიმართება როგორც კონსტიტუციურ პრინციპებთან, ისე სხვა საჯარო სამართლის პრინციპებთან. ნაშრომში მნიშნელოვან ადგილს იკავებს ამ ორი პრინციპის დაპირისპირების საკითხი. ნაშრომის მიზანია, მოახდინოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების სამართლებრივი საფუძვლების, მათთან დაკავშირებული დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და გამოავლინოს ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელის წინაშეც ხშირად დგას ადმინისტრაციული ორგანო, აღნიშნული პრინციპების შეპირისპირების შემთხვევაში. ამასთან, ნაშრომის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც უკავშირდება აღნიშნულ ინსტიტუტების თანაარსებობას, ასევე მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციები.
საკვანძო სიტყვები: კანონიერი ნდობის პრინციპი, კანონიერების პრინციპი, დაინტერესებული მხარის ნდობის დაცვა, აქტის გაუქმება, პრინციპების კოლიზია, თანაზომიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება.