I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გამოწვევები და პერსპექტივები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის კონტექსტი

თანამედროვე, სულ უფრო გამძაფრებულ საერთაშორისო კონკურენციითა და მზარდი საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში, ახალი ძალით აქტიურდება თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა სახელმწიფოებს შორის. მსოფლიო ისტორია სავსეა როგორც მილიტარისტული, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მაგალითებით, რომლებიც იქმნებოდა და იცვლებოდა კონკრეტული ისტორიული ვითარების შესაბამისად.

 

არანაკლებ  მნიშვნელოვანი გაერთიანებები, რომელთა ფორმირებას ეკონომიკური საფუძველი გააჩნია. ამ შემთხვევაში, კოოპერაციის ძირითადი მოტივია სინერგიული ეფექტის მიღება და გლობალური მასშტაბით პოზიციების გამყარება, კონკურენციულ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება, არსებული რესურსებისა და პირობების უფრო სრულად და ეფექტიანად გამოყენება და ა.შ.

 

კოოპერაციის ახლებურ გააზრებას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ პოლიტიკური ინიციატივის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ამოქმედება, რაც საშუალებას აძლევს ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, დაიწყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა როგორც წევრ სახელმწიფოებთან, ისე ერთმანეთთან, რაც მათი მომავალი წარმატების ახალ ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არის ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდი კონტრიბუცია აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისათვის და, იმავდროულად, იგი არის ევროპის უსაფრთხოებისა და გლობალური მიზნების მიღწევის მხარდაჭერის ძალიან კარგი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ორივე მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები განაპირობებს მრავალმხრივი დადებითი შედეგების მიღწევას, ყველა მონაწილე მხარისათვის.

 

აღნიშნული თვალთახედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისეთი განვითარების ხელშეწყობა, როდესაც ისინი გახდებიან საერთაშორისო წესრიგისა და რეგულაციების მხარდამჭერები. სწორედ ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომლითაც უნდა განვითარდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (მ.შ. სამხრეთ კავკასიის) ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ორმხრივი ინტერესი და ურთიერთსაჭიროება, რაც კარგად უნდა იქნას აღქმული ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.

 

საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ პარტნიორობა, რეგიონული საერთოები, რეგიონული კოოპერაცია.