I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

შიშის ფსიქო-სოციალური ფაქტორების შეფასება

შიში ნებისმიერი კულტურისა თუ ინდივიდის ცხოვრებისა და არსებობის ნაწილია. წლებთან ერთად შეიძლება საზოგადოებაში შიშის ობიექტი და მასთან ბრძოლის სტრატეგიები შეიცვალოს, თუმცა მოლოდინი, რომ ადამიანებს შიშისგან სრულიად გათავისუფლება შეუძლიათ-უბრალოდ უტოპიაა. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობები მუდამ ცდილობდნენ განსხვავებული ახსნა მოეძებნათ შიშის წარმოშობისა და დაძლევის მეთოდებისთვის, თუმცა ფაქტი ერთია, შიში იქ ჩნდება, სადაც ინდივიდის პიროვნული სიმწიფის ნაკლებობაა.

 

როდესაც ადამიანი ყოველ ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაურბის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას არ ცდილობს, ეს ყველაფერი ერთად მასში შიშის სახით აკუმულირდება და პიროვნება განვითარების ფიქსაციას განიცდის. საინტერესოა ასევე იმ განსხვავებებზე საუბარი, რაც შიშსა და შფოთვას შორის არსებობს, რადგან ეს ორი ემოცია ხშირად ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ბარლოუს თუ დავესესხებით შიში შფოთვისგან იმით განსხვავდება, რომ შიში აწმყოზე ორიენტირებული და შედარებით გარკვეულია, ვიდრე მომავალზე ორიენტირებული და შედარებით გაურკვეველი. გაურკვევლობა არამარტო ზრდის შფოთვის დონეს, არამედ პიროვნების სხვადასხვა მენტალურ აშლილობებზეც არის პასუხისმგებელი.

 

სწორედ ამიტომ, მსოფლიოში არსებული დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია თითოეული ინდივიდის ცხოვრებას შეეხო, მნიშვნელოვანია გაურკვევლობით განპირობებულ უცნობი სიტუაციისადმი შიშზე ყურადღების გამახვილება. როგორც წესი, ადამიანებს სურთ აკონტროლონ აწმყო, რადგან ამით ასევე ერთგვარი კონტროლი აიღონ მომავალზე. იმისთვის რომ ვიცოდეთ რისი გვეშინია, საჭიროა პიროვნებამ პრობლემისადმი გაცნობიერებული მიდგომებით და საკუთრი თავისთვის კითხვების დასმით ერთგვარ ინსაითს მიმართოს. ზოგადად ადამიანები მიდრეკილები არიან მომავლის მოსალოდნელი შედეგების მძაფრი სცენარის წარმოსახვისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობისგან სრულიად აცდენილია. შიშთან გამკლავება კი „აპოკალიფსური“ ფიქრების ქონის შემთხვევაში წარმოუდგენელია. საბოლოო ჯამში, შიშის დაძლევის ბრძოლაში იმარჯვებს ის ვინც უშიშრად „უახლოვდება“ აღნიშნულ უსიამოვნო ემოციას.

 

საკვანძო სიტყვები: შიში, შფოთვა, უცნობი სიტუაციის შიში, პანდემია, კოვიდ-19.