I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

საქართველოში სოციალური ტურიზის განვითარების მნიშვნელობა

ტურიზმი არის თანამედროვე მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური და სოციალურ – კულტურული ფენომენი. ტურიზმი აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს კულტურული, ფიზიკური, შემეცნებითი და სულიერი განვითარებისათვის. მისი ძირითადი ამოცანები განპირობებულია კონკრეტული სოციალური და კულტურული ფუნქციებით.

 

დაფინანსების წყაროების მიხედვით ტურიზმი ორ სახედ იყოფა:

 

  • კომერციული (საკუთარი ან დამსაქმებლის ფინანსების საფუძველზე);
  • სოციალური (სახელმწიფოს ან ქველმოქმედების საფუძველზე).

კომერციული ტურიზმი ორიენტირებულია ტურისტული კომპანიების მიერ მოგების მიღებაზე, რაზეც არის დაფუძნებული შემდგომში მათი გაფართოება და განვითარება. მოგების მაქსიმიზირების პროცესში კომპანიები ცდილობენ მონახონ ოპტიმალური თანაფარდობა ხარჯებსა და ტურისტული პროდუქტის ფასებს შორის. მათ მიერ შეთავაზებული ტურისტული სერვისები ძირითადად ორიენტირებულია მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაფარონ თავიანთი სამოგზაურო ხარჯები.

 

სოციალური ტურიზმის სუბსიდირება ხდება იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც გამოყოფილია იმ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც საჭიროა მოსწავლეების, ახალგაზრდების, პენსიონერებისა და ვეტერანებისათვის მოგზაურობის შესაძლებლობების შესაქმნელად. ადამიანების აღნიშნულ კატეგორიას, როგორც მოსახლეობის ყველაზე ნაკლები შეძლების მქონე ნაწილს, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები უქმნიან შესაბამის შესაძლებლობებს. აღნიშნული პოზიცია გამაგრებულია მანილის დეკლარაციით მსოფლიო ტურიზმის შესახებ, სადაც წერია, რომ „სოციალური ტურიზმი არის მიზანი, რომელიც საზოგადოებამ უნდა განახორციელოს იმ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც არიან ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებული მათი დასვენების უფლების განხორციელებისას“.

 

სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ტურიზმის კონცეფცია და ტიპები განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო მოსამსახურეებს, სამხედროებს და სხვა კატეგორიებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ბიუჯეტის ხარჯზე, ზოგან სუბსიდირებულია, მაგალითად, პროფესიული კავშირების ფონდებიდან. კომპანიები, რომლებიც აწყობენ ასეთ ტურებს, იღებენ სუბსიდიებს სახელმწიფოსგან, რაც მათ საშუალებას აძლევს არ გაზარდონ ფასები დასვენების დროს.

 

ნაშრომში განხილულია განვითარებული ქვეყნების პოზიტიური გამოცდილება სოციალური ტურიზმის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად, სოციალური ტურიზმის მიზნობრივი მოსახლეობის ჯგუფების კლასიფიკაცია, ტურიზმის ამ სფეროს განვითარების პერსპექტივები და ხელშეწყობის ფაქტორები.

 

საკვანძო სიტყვები: სოციალური ტურიზმი, სუბსიდირება, სოციალური პოლიტიკა, საქველმოქმედო ფონდები, საკანონმდებლო რეგულირება.