I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

სამოქალაქო საზოგადოების როლის განსაზღვრა განვითარებად სახელმწიფოებში

სამოქალაქო საზოგადოება არის პლაცდარმი დემოკრატიული ღირებულებების შესაქმნელად. სამოქალაქო საზოგადოების დეფინიცია გვამცნობს, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის თვითწარმოქმნადი ჯგუფისთვის კონკრეტული საკითხის განვითარება, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს სასიკეთოდ აისახება. საუკუნეების მანძილზე მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები სხვადასხვა ჭრილში ვითარდებოდა, დღესდღეობით კი, სხვადასხვა სამართლებრივი ნორმები არეგულირებენ მათ ურთიერთკავშირს. საუბარი, ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც სახელმწიფოები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დასაწყისისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოებს ან დემოკრატიის გზაზე მყოფ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არ უნდა ეომათ. მაგრამ საკითხავია დემოკრატიული ღირებულებები და მისი ფასეულობის არსი როგორ განისაზღვრება. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია თანასწორი და თავისუფალი გარემოს შექმნა, თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ სახელმწიფო ვერ დააწესებს თუ მოქალაქეების გარკვეული თანხმობა და მათი ქმედებები ურთიერთკავშირში არ ებმება. კერძოდ, მოქალაქეებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რომ მიიღონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად, არა მხოლოდ, მათ, კონკრეტულ ჯგუფს დაეხმარება, არამედ სახელმწიფოზეც იქონიებს პოზიტიურ ჭრილში გავლენას. დღესდღეობით იქმნება არაერთი გაერთიანება, ყველაზე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა ძირითად არეალს განსაზღვრას სახელმწიფოს შიგნით მაქსიმალურად ადამიანის უფლებების დაცვა, ინფორმაციული თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. უნდა დავამატოთ, ისიც, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ბიძგს წარმოადგენს სოციუმში არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპასა და აშშ-ში. გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც ძირითადად კერძო სექტორში ფუნქციონირებს, ადგილობრივ დონეზეც, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქმნება სხვადასხვა გაერთიანებები, სადაც ჩართულნი არიან ადგილობრივად მოსახლეობა და რეალურად, ეს ხდება მაგალითი, იმის, რომ ხელისუფლებას აინტერესებს მოსახლეობის აზრი და გარკვეული ინიციატივების საფუძველზე აქვს ხალხის ჩართულობით გავლენა. ეს ბოლო კონკრეტული მიდგომა, პრაქტიკაში, ცოტა რთულად გასატარებელია განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რადგან ისინი ამ ეტაპს ჯერ კიდევ გადიან. შესაბამისად, განვითარებად სახელმწიფოებში, უფრო აქტუალური და ქმედითუნარიანი არის არასამთავრობო სექტორი. დამატებით, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მნიშნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მედია, რომელსაც დიდი ზეგავლენა აქვს სახელმწიფოს შიგნით არსებულ მოსახლეობაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი და გამჭირვალეა მედია, მით უფრო მეტად ვრცელდება ჯანსაღი და სწორი ინფორმაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი გასაღები საზოგადოების ფორმირებისათვის კონკრეტულ საკითხებზე.

 

საკვანძო სიტყვები: სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი ნორმები, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია.