I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

რეაბილიტაციის პროცესის გახსნის თავისებურებები ქართული და იაპონური სამართლის ჭრილში

სტატია “რეაბილიტაციის პროცესის გახსნის თავისებურებები ქართულ და იაპონურ სამართლის ჭრილში” შედარებით-სამართლებრივი მეთოდით განიხილავს რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას, ქართულ საკანონმდებლო სიახლეს და ბუნდოვან ნორმებს, რომელიც საჭიროებს საქართველოს რეალობაში დახვეწას. გადახდისუუნარობის ეფექტიანი კანონმდებლობა ძირითადი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობაც, შექმნას იმგვარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

 

თვალსაჩინოა, რომ საქართველოს ახალი კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ (ამოქმედებული 2021 წლის 1 აპრილს) დამუშავების პროცესში, ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო”, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო პრინციპები „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის შესახებ“. ახალმა კანონმა მიზანშივე გამოკვეთა რეაბილიტაციის როლი და ქვეყნის პრიორიტეტად სწორედ მოვალის რეაბილიტაცია დაასახელა. გარდა ამისა, მისი მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება. კანონის ამოქმედებამ აღმოფხვრა ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას.

 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამუშავებისას იაპონიის სამართალს დიდი ყურადღება დაეთმო, ვინაიდან მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, გადახდისუუნარობის სამართალში ის წამყვანი ქვეყნების სამეულშია. სასამართლოს გადწყვეტილებებზე დაყრდნობით, სტატია თეორიულ და პრაქტიკულ ჭრილში, წარმოაჩენს რეაბილიტაციის პროცესის დამაბრკოლებელ გარემოებებს, განიხილავს საქართველოს ახალი კანონმდებლობის ბუნდოვან ნორმებს და სთავაზობს მოწესრიგების თანამედროვე ხედვებს.

 

საკვანძო სიტყვები: „Civil RP“, “SLP”, “BP”, “RL”, „UNCITRAL“ რეგულირებული შეთანხმება, კონვერსია და სხვა.