I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

გამოხატვის თავისუფლება vs. სასამართლოს ავტორიტეტი აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე

ნაშრომში გამოკვლეულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა სასამართლოს კრიტიკასთან დაკავშირებით და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის საკითხი საერთაშორისო სტანდარტებთან (აშშ-ს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან).

 

სტატია შეეხება სასამართლოს კრიტიკის ფარგლებს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მის გავლენას საქართველოს კანონმდებლობაზე. ნაშრომში გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების ამერიკის შეერთებული შტატების მოდელი და შედარებულია იგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აშშ-ს მოდელის მსგავსად, გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისობრივად ნეიტრალური შეზღუდვის პრიმატს ეფუძნება, რაც გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად, ჯეროვნად და ეფექტიანად წარმართვის ლეგიტიმური მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ქართული კონსტიტუციური სტანდარტი ბრანდენბურგის საქმეზე განვითარებული ,,სამწვეროვანი“ ტესტის გავლენას განიცდის და მის არსს იზიარებს.

 

გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მართლმსაჯულების შეუფერხებლად და ჯეროვნად განხორციელებისთვის ,,აშკარა და მყისიერი საფრთხის შექმნის ტესტის“ გამოყენებით უნდა განხორციელდეს და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მაღალია ალბათობა, რომ ასეთი ქმედება მოხდება.

 

სასამართლოს კრიტიკის ნაწილში ქართული მოდელი შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ რეგულირებას ავითარებს და გამოხატვის საგნის შეზღუდვის პრევენცირებას ახდენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით, მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებად არის მიჩნეული და მაღალი ღირებულებითი დატვირთვა გააჩნია. სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს საკონონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტებით ,,სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა“ და მასში გაუმართლებელი ჩარევა დაუშვებელია.

 

საკვანძო სიტყვები: სასამართლო, კრიტიკა, ფარგლები, შეფასება.