ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;
ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას, რაც აგრეთვე მოიცავს ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებას, თარგმნას, ვიზუალურ დამუშავებას. ავტორებს რჩებათ უფლება, გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი, როგორც პირველადი გამოცემის წყარო იქნება მითითებული.
ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით;
CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია, სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში, წარმოაჩინოს ეს ცვლილებები.
CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას ჟურნალისათვის.
ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური და სამეცნიერო ეთიკის წესებს.
ჟურნალი უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას რედაქტირების პროცესში.
ავტორებს მოეთხოვებათ, დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;
ჟურნალი მიესალმება და წაახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვასა და კრიტიკას აკადემიურ თუ სოციალურ სივრცეში.
ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: science@seu.edu.ge და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. სარედაქციო კოლეგია ვალდებულია, ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ავტორს/ავტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ.
ჟურნალი უფლებამოსილია, გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის ცვლილების განხორციელება. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით.
პლაგიატის აკრძალვა
დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალურ პროგრამაში Turnitin. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა. როგორც წესი, ნაშრომის ორიგინალი ტექსტი უნდა შეადგენდეს სტატიის მინიმუმ 90 პროცენტს. სტატიის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ტექსტში იყოს მეტი ციტირება.
პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტებისა და შესწორების წარმოდგენა. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითებს გულწრფელ შეცდომაზე, ან დამთხვევის მიზეზი მკვლევრის გამოუცდელობაა, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია, ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 ხუთი სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
რედაქციის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;
გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: science@seu.edu.ge და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე, პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება: ღია კონკურსით (call for papers);
სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი);
სარედაქციო კოლეგია წყვეტს სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების საკითხს.
კონკურსი ცხადდება სეუ-ს ვებ-გვერდის და უნივერსიტეტის სოციალური გვერდების საშუალებით.
დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტ რესურსების ან სხვა არხების საშუალებით.
კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული ნაშრომი შესაბამისი მოთხოვნების დაცვით;
კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა ნაშრომის ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე, საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის გათვალისიენბით.
გამოსაქვეყნებელი ნაშრომი მიიღება ელ.ფოსტაზე: science@seu.edu.ge;
მიწოდებული ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს.
მოწოდებული ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ავტორმა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.
ნაშრომის გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა
თუ ნაშრომს აქვს ტექნიკური ხარვეზები და არ შეესაბამება უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილ სტანდარტს, ამის შესახებ ეცნობება ავტორს და ეძლევა მას გონივრული ვადა (თუმცა არაუმეტეს 7 დღისა) ხარვეზების გამოსასწორებლად.
მიღებული ნაშრომები, გადის ანტიპლაგიატის პროგრამულ ტესტს. თუ ნაშრომი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ ტესტს და აღმოჩნდა, რომ დარღვეულია აკადემიური ეთიკის წესები, რეაგირება მოხდება ამ დებულების მე-14 მუხლის მიხედვით.
სტატიის გაფორმების წესი:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word - ის ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ნაშრომის სრული მოცულობა (ბიბლიოგრაფიასთან ერთად) უნდა შეადგენდეს 11- დან 20 გვერდს.
ქართულ ენაზე ნაშრომის შესრულებისას გამოიყენება sylfaen-ის ფონტი, ხოლო ინგლისურ ენაზე Times New Roman, შრიფტის ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.0.
აბსტრაქტი: მოიცავს მოკლე ინფორმაციას (200-300 სიტყვა) სტატიის შინაარსის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: (Key words): 4-6 სიტყვა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ნაშრომის შინაარსს.
შესავალი: არის სტატიის პირველი ნაწილი ნაშრომის სტრუქტურის, მისი აქტუალობის, საკვლევი საკითხის მნიშვნელობის შესახებ (არ ინომრება).
მთავარი ტექსტი მოიცავს კვლევის (საჭიროების შემთხვევაში) მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსსა და შუალედურ შედეგებს; სტატიის სათაურები წარმოდგენილი უნდა იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით (მუქი ან/და დახრილი), გამოყოფილი Headings სისტემით, თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე შემდეგი წესის დაცვით:
1.1. ქვესათაური
1.1.1. ქვესათაური
1.1.2. ქვესათაური ა.შ.
1.2. ქვესათაური
2.1. ქვესათაური
2.2.1. ქვესათაური და ა.შ.
აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.
ციტირებების მოსანიშნად ვიყენებთ არაბულ რიცხვებს, რეფერირების დასამატებლად წინადადების ბოლოს სასვენი ნიშნის შემდეგ გადავდივართ References მენიუში და ვუთითებთ Insert Footnote.
სქოლიოს, შესრულების დროს ვიყენებთ შრიფტის ზომა -9.
დასკვნა მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს. გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ აბსტრაქტი, შესავალი და დასკვნა არ ინომრება. ინომრება მხოლოდ ტექსტის ძირითადი ნაწილი.
ბიბლიოგრაფია მიეთითება ორივე ენაზე, ჟურნალის მიერ დადგენილი წესით.
წყაროების მითითების სტანდარტები:
ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები.
წყარო მიეთითება არაბული ნუმერაციით, სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტების მიზნით;
წყაროს მითითების წესებია:
წიგნის პირველადი მითითება: ერთი ან ორი ავტორის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ის გვარი, სახელის ინიციალი, წიგნის სახელწოდება ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი;
მაგალითად: ჰობსი, თ., „ლევიათანი“, გამომცემლობა „მერიდიანი“ 1985. გვ. 268.
რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - პირველი ავტორი „და სხვა“ მითითებით (ავტორთა კოლექტივის შემთხვევაში: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორის სახელი), წიგნის სახელწოდება ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი.
მაგალითად: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორი ა. დემეტრაშვილი, „კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო“, გამომცემლობა „რესპუბლიკა“, 2005. გვ. 305.
წიგნის ყოველი შემდგომი მითითებისას - ავტორის გვარი, იხ. შესაბამისი პირველადი მითითების სქოლიოს ნომერი, გვერდი, ან პარაგრაფი.
მაგალითად: ჰობსი, იხ. სქოლიო 15, გვერდი 88.
სტატია წიგნში/კრებულში სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება, წიგნში - წიგნის მითითების წესით.
მაგალითად: როუზი, ფ., „სახეობათა ევოლუცია“ წიგნში ბუროუზი, ე., და როჯერი, ა., (რედაქტორები), „სამართლის განსაზღვრა: ესეები პიტერ ბირკსის ხსოვნის საპატივცემულოდ“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2006. გვ. 55-78.
პერიოდული გამოცემის სტატიის მითითება - სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება ბრჭყალებში, გამოცემის ნომერი და გამოცემის სახელწოდება ბრჭყალებში, წელი, გვერდი. შემდგომი მითითების წესი წიგნის შემდგომი მითითების წესის ანალოგიურად.
მაგალითად: კვარაცხელია, გ., „გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, 10 „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, 2016. გვ. 45-47.
საგაზეთო სტატიის მითითება - ავტორი, სტატიის სათაური ბრჭყალებში, გაზეთის სათაური თარიღი, გვერდები.
მაგალითად: პარდოა-შიოპა, თ., “Il carattere dell’ Europa”, Carriere della Serra, 2004 წლის 22 ივნისი, გვ. 1.
ინტერნეტ წყაროების (ბლოგები, ვებ-გვერდები) მითითება - საგაზეთო სტატიის წესის ანალოგიურად, ვებ-გვერდისა და უკანასკნელი გადამოწმების თარიღის კვადრატულ ფრჩხილებში მითითებით.
მაგალითად: Klaassen, M., “The best interests of the child in deportation cases: An analysis of Ejimson v. Germany” Strasbourg Observers Blog.
www.strasbourgobservers.com/2018/03/30/the-best-interests-of-the-child-in-deportation-cases-an-analysis-of-ejimson-v-germany/ [უ. გ. 11.03.2022] ინლისურად [L. s. 11.03.2022].
კანონმდებლობის მითითება - მუხლის ნომერი, აქტის დასახელება, მიღების თარიღი.
მაგალითად: მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. 31 იანვარი, 1996.
მუხლი 19, “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია”, 1950.
სასამართლო პრაქტიკის მითითება - სასამართლოს დასახელება, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს აქტის ტიპი, საქმის, ან განაცხადის ნომერი, საქმის დასახელება ბრჭყალებში, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, შესაბამისი გვერდი, ან პარაგრაფი.
მაგალითად: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 დეკემბერი. პარაგრაფი 80.
მაგალითად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N9815/82 „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივნისი. პარაგრაფები 41-42.
სტატიის ტექსტში ციტატის მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ტექსტში ან სქოლიოში მოცემული ციტატა უნდა განთავსდეს ორმაგ ბრჭყალებში-ბრჭყალი უნდა იყოს დაბალი („), ციტატის დასრულების შემდეგ - მაღალი (“).
თუ ავტორი ციტირებული ტექსტიდან შლის რაიმე ნაწილს, წაშლილ ადგილას კვადრატულ ფრჩხილებში იწერება სამწერტილი: „ააა [...] ააა“.
ბიბლიოგრაფია
ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ის წყარო, რომელიც გამოყენებული იქნა სტატიაზე მუშაობისას.
გამოყენებული ლიტერატურის/წყაროების აღწერა უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: პუბლიკაციები/ნაშრომები ანბანური თანმიმდევრობით - ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი გამოცემები, შემდეგ უცხოური. ამის შემდეგ სხვა დანარჩენი წყაროები.
ბიბლიოგრაფიის შედგენისას გთხოვთ, გამოიყენოთ მითითების შემდეგი წესი:
ავტორის გვარი, სახელი (სრულად), წიგნის დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და თარიღი. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ავტორის გვარი და სახელი .
სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, გადაწვეტილების დასახელება, და მიღების თარიღი.
ინტერნეტ წყაროს შემთხვევაში მიუთითეთ უკანასკნელი გადამოწმების თარიღი.
ბიბლიოგრაფია
ლეკვეიშვილი, მზია. მამულაშვილი, გოჩა. თოდუა, ნონა. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I) „მერიდიანი“, თბილისი, 2019;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 29.04.2002; https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-60448%22]} [უკანასკნელად გადამოწმდა 09.07.2020];
ფირცხალაშვილი, ანა. ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის თეორია, სამეცნიერო ჟურნალი- მართლმსაჯულება და კანონი, #2(41), 2014;
ფირცხალაშვილი, ანა. სოციალური სამართლიანობა, ახალი წესრიგი 21-ე საუკუნის მსოფლიოსათვის. http://european.ge/socialuri-samartlianoba-axali-tsesrigi-xxi-saukunismsopliosatvis/ [უკანასკნელად გადამოწმდა 30.05. 2018];
ჰენრი, სამუელ. ბელგიამ ევთანაზიის ნება დართო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ცხრა და თერთმეტი წლის მომაკვდავი პაციენტების შემთხვევაში, https://www.telegraph.co.uk/news/2018/08/07/belgium-authorised-euthanasia-terminally-nine-11-year-old-youngest/ [უკანასკნელად გადამოწმდა 09.07.2020];
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი (Strafgesetzbuch – StGB), https://www.gesetze-im-internet.de/englisch_stgb/englisch_stgb.html#p1951. [უკანასკნელად გადამოწმდა 15.12. 2019];
რაზერი, ბრაიან. და ფიშმანი, ჩარლზ. ცნობისმოყვარე გონება: უფრო დიდი ცხოვრების საიდუმლო. ნიუ იორკი: Simon & Schuster, 2015;
სატერფილდი, სუსანა. „Livy and the Pax Deum” Classical Philology 111, 2 (2016 აპრილი).
Bibliography
Lekveishvili, Mzia. Mamulashvili, Gocha. Todua, Nona. Georgian Criminal Law, Part 1, Tbilisi, “Meridani”;
Judgment by European Court of Human Rights CASE: Pretty v. the UK., 29.04.2002; https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-60448%22]} [Last seen 09.07.2020];
Phirtskhalashvili, Anna. ‘The Theory of Universality of Human Rights’ (2014) #2(41) Scientific Journal Justice and Law;
Phirtskhalashvili, Anna. Social Justice, New Order for 21st Century World available here:<http://european.ge/socialuri-samartlianoba-axali-tsesrigi-xxi-saukunis-msopliosatvis/> [Last seen 30.05.2020];
Samuel Henry, „Belgium authorised euthanasia of a terminally ill nine and 11-year-old in youngest cases worldwide“, https://www.telegraph.co.uk/news/2018/08/07/belgium-authorised-euthanasia-terminally-nine-11-year-old-youngest/ [Last seen 09.07.2020];
German Criminal Code (Strafgesetzbuch – StGB), Section 216, https://www.gesetze-im-internet.de/englisch_stgb/englisch_stgb.html#p1951 [Last seen 09.07.2020];
Razer, Brian. & Fishman, Charles. A Curious Mind: The Secret to a Bigger Life.New York: Simon & Schuster, 2015;
Satterfield, Susan. “Livy and the Pax Deum.” Classical Philology 111, no. 2 (April 2016).
ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება სარედაქციო კოლეგიის უნდა იყოს ორიგინალი. სხვა შემთხვევაში უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე, დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება, ხელახალი ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე. აღნიშნულის ნაშრომის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას ყუველი კონკრეტული სტატიის შესახებ იღებს სარედაციო კოლეგია.
ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული.
ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები, დასაბუთებული მოსაზრებები და ავტორისეული დასკვნები.
ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მიერ შინაარსობრივი რეცენზირებისათვის ნაშრომი ეგზავნებათ დარგობრივ მიმართულებებს. მიმართულების თავმჯდომარის შერჩევით, მიმართულების ერთ-ერთი წევრი უზრუნველყოფს ნაშრომის დახურულ (blind) რეცენზირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით.
ნაშრომის ავტორის ვინაობა არ არის ცნობილია მიმართულების წევრისათვის. ხოლო, ნაშრომის ავტორისთვის არ არის ცნობილი რეცენზანტის/რეცენზანტების ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და მიმართულების წევრებს შორის (მაგალითად მიმართულების წევრი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება გარე რეცენზირებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი ინტერდისციპლინარულია, იგი შეიძლება გაეგზავნოს ორ ან მეტ დარგობრივ მიმართულებას რეცენზირებისთვის. გარე რეცენზირების დროს, ისე როგორც შიდა რეცენზირების შემთხვევაში პროცესი არის დახურული (blind).
რეცენზირების ვადა შეადგენს 2 კვირას.
ნაშრომების შერჩევას, შესაბამისი დარგობრივი მიმართულების განხილვის შემდეგ, ახდენს სარედაქციო კოლეგია.
შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.